Der Spiegel: რომელი გაზია უფრო მავნე ბუნებისთვის - რუსული თუ ამერიკული

Der Spiegel: რომელი გაზია უფრო მავნე ბუნებისთვის - რუსული თუ ამერიკული

access_time2021-01-23 20:00:16

ცივი საგაზო ომის ფრონტის ხაზი გერმანიაზე გადის, ბალტიის ზღვით ქვეყანამ კიდევ უფრო მეტი რუსული გაზი უნდა მიიღოს, ხოლო ჩრდილოეთ ზღვის სანაპიროებთან სულ მალე ამერიკული თხევადი გაზით გავსებული ტანკერები გამოჩნდება.


ორივე ქვეყანას - რუსეთსაც და აშშ-საც, ევროპაშიგაზის ექსპორტის გაზრდა სურთ. რუსული მილსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, თუმცა, ვაშინგტონი ამ პროცესს თავისი სანქციებით მკვეთრად ართულებს.


ყველაფერთან ერთად ამერიკული და რუსული გაზის დაპირისპირება ეკოლოგიურ ხასიათსაც ატარებს. რომელი გაზია ბუნებისთვის უფრო მავნე - თხევადი თუ ბუნებრივი? ამ კითხვაზე ცალსახა და კონკრეტული პასუხი ჯერ არ არსებობს.


მაგალითად, თხევადი გაზის დატვირთული ტანკერები უკიდურესად საშიშია ხანძრის გაჩენის კუთხით. თანაც საწვავს მიიღებს ერთ-ერთ პორტში აშენებული ტერმინალი, სადაც ის დაგროვდება, რაც ასევე დიდ საფრთხეს შეიცავს.


თუმცა, არც ბუნებრივი გაზია ეკოლოგიისთვის პანაცეა.


ხშირად მას როგორც ბუნების დაცვის შესაძლებლობას წარმოაჩენენ და ამ მიმართულების გაზის ინდუსტრიის ლობისტები წლების მანძილზე მუშაობენ. ამ პროპაგანდამ გარკვეული შედეგები გამოიღო და საზოგადოების თვალში გაზი ნაკლებ ბოროტებად გამოიყურება.



თუმცა, ბუნებრივი გაზის მთავარი ინგრედიენტი მეტანი - ყველაფერია, კლიმატისთვის სასარგებლო ნივთიერების გარდა. კლიმატური ცვლილებების კვლევის მთავრობათაშორისი კომისიის დასკვნით, სწორედ ბუნებრივ გაზზე მოდის გლობალური დათბობის ადამიანის მიერ გამოწვეული ნაწილის მეოთხედი.


ბოლო 20 წლის მანძილზე ატმოსფეროში მეტანის, ანუ, უძლიერესი სასათბურე გაზის შემცველობა, ექსტრემალური ტემპებით იზრდება. ექსპერტები მთავარ პრობლემად საბადოებიდან და მილსადენებიდან უკონტროლო გაჟონვებს მიიჩნევენ.


ამ ეტაპზე არ არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნა, რომელი გაზია უფრო საშიში ეკოლოგიისთვის, ბუნებრივი თუ თხევადი?


ამერიკული გაზის ძირითადი ნაწილი დიდ სიღრმეზე მოიპოვება, ქიმიკატების დაჯერებული წლის მაღალი წნევით ჩატუმბვის გზით, რაც ძალიან მავნეა ბუნებისთვის. რამდენად მაღალია მეტანის გაჟონვის რისკები ამ ტექნოლოგიაში - დაზუსტებული არაა, თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეალური მაჩვენებელი ოფიციალურზე 60% მეტია.


„გარემოც დაცვის ფონდის“ ინფორმაციით, შტატებში მხოლოდ გაზის საბადოებზე, მოპოვების სტადიაზე გაზის გაჟონვა წელიწადში 1,4 მლნ. ტონას შეადგენს.


გარდა ამისა, გაზის გადამუშავება და ტრანსპორტირება დამატებით ენერგიას მოითხოვს, გაზი -163 გრადუსამდე უნდა გაცივდეს და ამ გზით მისი მოცულობა 600-ჯერ შემცირდეს. თუმცა, შემდეგ, უკვე კლიენტის მიერ შეძენის შემდეგ სპეციალურ ტერმინალებში თხევადი გაზი ისევ ბუნებრივ მდგომარეობაში გადადის.


მთლიანობაში, ბუნებაზე ზემოქმედების კუთხით, ბუნებრივ გაზს თხევადზე უკეთესი მონაცემები აქვს, თუმცა, რაც უფრო გრძელია მილსადენი, მით უფრო მეტია გაჟონვა.


ასევე არ არსებობს ზუსტი პასუხი კითხვაზე - რეალობაში რამდენი გაზი სჭირდება ევროპას? გაზის ლობისტები აცხადებენ, რომ მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, თუმცა, ზუსტი გათვლები დამოკიდებულია ნავთობპროდუქტების მოხმარების შემცირების მასშტაბებთან, რაც ასევე გაურკვეველია- პროგნოზები ამ კუთხით ხშირად იცვლება, შესაბამისად, მათთან ერთად გაზის მოთხოვნის გათვლებიც.


თენგიზ აბლოთია

წყარო: spiegel.ge


თეგები:
გაზი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up