Der Spiegel: ვაქცინაციას და ქვეყნის სიმდიდრეს შორის დიდი კავშირი არაა

Der Spiegel: ვაქცინაციას და ქვეყნის სიმდიდრეს შორის დიდი კავშირი არაა

access_time2021-03-23 20:00:26

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ყიდვა შედარებით მარტივი საქმეა, მაგრამ შეძენის შემდეგ მისი მიწოდება მოსახლეობისთვის სათანადოდ გაყინულ პირობებში, ბევრად უფრო რთულია.


მსოფლიო ბანკმა ვაქცინირების კუთხით სხვადასხვა ქვეყნების შედეგები განიხილა და მოულოდნელ დასკვნამდე მივიდა - მდიდარი ქვეყნები ამ მხრივ განსაკუთრებული წარმატებით ხშირად სულაც არ გამოირჩევიან.


ყველა მთავრობის მთავარი ამოცანა სადღეისოდ არის ვაქცინის მოპოვება, მაგრამ როგორც კი პრეპარატი ქვეყანაში ჩადის, სხვა, თითქმის ასეთივე გადაუდებელი და აქტუალური პრობლემები ჩნდება, მაგალითად ცენტრალური საცავიდან ვაქცინის რეგიონებში განაწილება.


ჩამოტანილი ვაქცინა დიდ მაცივრებში ინახება, თუმცა, ბევრ, მათ შორის მდიდარ ქვეყანაში რეგიონებში ასეთი საცავები არ არსებობს. არა იმიტომ, რომ ფული არ ჰყოფნით, არამედ ხშირად იმიტომ რომ ამის საჭიროება არასდროს ყოფილა.


როგორ უნდა შეინახოთ პრეპარატი ვაქცინაციის პატარა ცენტრებში, თანაც -70%-ის პირობებში? თანაც იქ, სადაც ცხელა? თანაც თუ ქვეყანა ღარიბია და რეგიონებში ენერგომომარაგება ხშირად წყდება? ეს საკითხები მსოფლიო ბანკმა შეისწავლა და საინტერესო დასკვნამდე მივიდა. მისი ავტორების აზრით, ძალიან მცირეა ურთიერთკავშირი ქვეყნის ეკონომიკურ სიმდიდრეს და ვაქცინაციის ჩატარების უნარს შორის.



ეს კი ნიშნავს, რომ ბევრმა საკმაოდ შეძლებულმა ქვეყანამ მოკლე ვადებში თავისი მოსახლეობის დაცვა, ანუ, ვაქცინების საკმარისი რაოდენობით შემოტანა და ადამიანების დროულად აცრა ვერ მოახერხა, ბევრმა ქვეყანამ კი პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგია არც კი შეიმუშავა.


საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების 85% ვაქცინაციას გეგმის მიხედვით ახორციელებს, სახელმწიფოთა 68% პრეპარატების ხარისხს და მის უკუჩვენებებს აკონტროლებს. თუმცა, 128 შესწავლილი ქვეყნიდან მხოლოდ 30% საკმარის ექიმებს ამზადებს და სამედიცინო პერსონალს ზრდის.


მოსახლეობაში ვაქცინისადმი ნდობის ზრდის მიზნით მიზანმიმართულ კამპანიებს ქვეყანათა მხოლოდ 27% ატარებს.


„ეს შეშფოთებას იწვევს, რადგანაც ვაქცინაცია წარმატებით მხოლოდ მაშინ ჩაივლის, როდესაც მას მოსახლეობის მხარდაჭერა ექნება. ამავე დროს ბავშვების აცრაში წარმატებული გამოცდილება, რომელიც განვითარებადი ეკონომიკის ბევრი ქვეყნისთვის დამახასიათებელია, კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაციის წარმატების საწინდარიარაა. მაგალითად, ინდოეთი ბავშვების სხვადასხვა დაავადებებისგან აცრის კარგ ინფრასტრუქტურას ფლობს. მაგრამ, ზრდასრული ადამიანების მასობრივი ვაქცინაცია სულ სხვა ლოგიტისტიკას მოითხოვს“ - მიიჩნევს მსოფლიო ბანკი.


ფინანსური ინსტიტუტის აზრით, კორონავირუსი ბევრ ქვეყანას ჯანდაცვის სისტემის რეფორმის შანსს აძლევს, თუმცა, მას ბევრი არ იყენებს. ძირითადად კორონავირუსს საგანგებო მოვლენად და გამონაკლისად მიიჩნევენ.


უმნიშვნელოვანესი თემაა სამაცივრე მეურნეობის ფლობა. ქვეყნების 50%-მა ეს აღჭურვილობა უკვე იყიდა, თუმცა, ეს ნიშნავს, რომ მეორე 50% მაცივრებს ჯერაც არ ფლობს.


Spiegel.de

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
ვაქცინაცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up