Der Spiegel: ვაქცინების მილიონობით დოზა ნაგავში იყრება

Der Spiegel: ვაქცინების მილიონობით დოზა ნაგავში იყრება

access_time2021-08-26 20:00:26

მაშინ, როდესაც ბევრ ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინების მწვავე დეფიციტია, სხვა ქვეყნებში მილიონობით დოზას ვარგისიანობის ვადის გასვლის გამო ნაგავში ყრიან.

 

ჰოლანდიელი ექიმის მარკო ბლინკერის თქმით, ქვეყნის მოქალაქეებს შორის აცრის მსურველთა რაოდენობა მკვეთრად მცირდება და მხოლოდ აფთიაქებში და ოჯახის ექიმების მარაგებში 200 000-ზე მეტი ჭარბი დოზა ინახება.

 

იმის ნაცვლად, რომ ეს პრეპარატების სხვა ქვეყნებში გადაიგზავნოს, სადაც დეფიციტია, მთავრობა მათ უტილიზებას გეგმავს - მისთვის ეს უფრო მარტივია, ვიდრე დროის, ენერგიის და ფულის დახარჯვა ვაქცინების უცხოეთში გადაგზავნაზე.

 

გაეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ვადის გასვლის გამო გადაიყრება „ასტრა ზენეკას“ მილიონზე მეტი დოზა. ამ დროისთვის მხოლოდ ამერიკის შტატ ჯორჯიაში უტილიზებულ იქნა ვაქცინების 700 000 დოზა.

 

ექსპერტების პროგნოზით, აშშ-ში უახლოეს პერიოდში 13 მლნ ადამიანის აცრისთვის საკმარისი დოზა გახდება გადასაგდები.

 

პოლონეთს ივლისის ბოლოს 73 000 დოზის გადაგდება მოუწია, ჰონკონგში გამოუყენებელი ვაქცინების რაოდენობა იზრდება, გერმანიაში კი სავარაუდოდ გადასაყრელი ყოველი მეათე დოზა გახდება -  3,2 მლნ ერთეული.

 


საუბარია ვაქცინებზე, რომელიც სხვა, უფრო ღარიბ ქვეყნებში აკლიათ. ამ დროისთვის ნიგერიაში აცრილია მოსახლეობის მხოლოდ 1,4%, ჰაიტიში - 0, 01%. და ეს გამონაკლისი სულაც არაა.

 

საერთაშორისო ინიციატივა Covax-მა ვაქცინის განაწილების სამართლიანი საერთაშორისო სისტემა ვერ შექმნა - დღესაც პრეპარატების დიდი ნაწილი მდიდარ ქვეყნებში მიდის. სადღეისოდ გამოყენებული 5 მლრდ დოზიდან უდიდესი ნაწილი მდიდარ ქვეყნებზე მოდის.

 

Covax-ის მიზანი იყო 2021 წლის ბოლომდე ღარიბი ქვეყნებისთვის 2 მლრდ დოზის მიწოდება, თუმცა, რეალურად, სადღეისოდ მათ მხოლოდ 209 მლნ დოზა გადაეცათ.

 

ბევრ მთავრობას გულწრფელად სურს ჭარბი ვაქცინების ღარიბი ქვეყნებისთვის გადაცემა, თუმცა, მას შემდეგ, რაც პრეპარატების სხვადასხვა რეგიონებში, აფთიაქებში და კლინიკებში განაწილდა, მათი იდენტიფიცირება, შეგროვება და ტრანსპორტირება საზღვარგარეთ საკმაოდ რთული და ბიუროკრატიული პროცესია. სწორედ ამიტომ ყველა უფრო მარტივი გზით მიდის - გადაყარე ზედმეტი ვაქცინა და მორჩა პრობლემა!

 

ზოგჯერ ვაქცინების ჩუქება ხერხდება, თუმცა, ამ შემთხვევაში სხვა სირთულეები ჩნდება - ვადის გავლის პერსპექტივა.

 

ბრიტანეთმა კენიას 407 000 დოზა „ასტრა-ზენეკა“ გადასცა, თუმცა, ამ პარტიას ვადა სექტემბრის შუა რიცხვებში გასდის. შესაბამისად, მისი გამოყენებისთვის ძალიან მცირე დროა დარჩენილი. მაღალია იმის ალბათობა, რომ ამ ვაქცინების დიდი ნაწილი მაინც გადაიყრება, ოღონდ არა ინგლისში, არამედ უკვე კენიაში.

 

ვაქცინაციის აფრიკული კავშირის თავმჯდომარე აიოადე ალაკიჯა, ასეთ მიწოდებებს „ტროას ცხენი“ უწოდა - აგვისტოს დასაწყისში აფრიკაში უკვე განადგურდა 470 000 დოზა, რადგანაც მათ შენახვის ვადა გაუვიდა.

 

ნაჩუქარი ვაქცინები ძალიან გვიან შემოდის - მაგალითად, ლიბერიის მთავრობას მიღებული პრეპარატების გამოყენებისთვის მხოლოდ 15 დღე ჰქონდა,  შესაბამისად 27 000 დოზა მაინც სანაგვეში აღმოჩნდა.

 

„ეს მოჯადოებული წრეა  - არავინ იცის, რამდენი დოზა და როდის ჩამოვა, ამიტომაც შეუძლებელია ადამიანების საჭირო რაოდენობის მობილიზება. ზოგჯერ ადამიანებისთვის გვიწევს ვაქცინაციის შეთავაზება, შემდეგ კი უარის თქმა ვადის გასვლის გამო“, - ამბობს ალაკიჯა.

 

spiegel.de


თეგები:
ვაქცინაცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up