დერიპასკას საპროექტო კომპანიამ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის პრეზენტაცია გამართა

დერიპასკას საპროექტო კომპანიამ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის პრეზენტაცია გამართა

access_time2022-12-21 15:40:24

სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქცია პუტინმა რომ სანქცირებულ ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას ჩააბარა, ეს აეროპორტის ეტაპობრივი განვითარების გენერალური გეგმის პრეზენტაციაზეც დადასტურდა, რომელიც დღეს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.


„აფსნიპრესი,“ რომელიც ასლან ბჟანიას პრესსამსახურის ცნობას ეყრდნობა, იტყობინება, რომ აეროპორტის მოდერნიზაციის გეგმა რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის საპროექტო-კვლევითმა ინსტიტუტმა, „ლენაეროპროექტმა“ შეიმუშავა, რომლის ერთ-ერთ მფლობელად დერიპასკას ასახელებენ.


პრეზენტაცია თავად „ლენაეროპროექტის“ წარმომადგენლებმა გამართეს, რომლებიც სოხუმში იმყოფებიან. მათ დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი, ბადრა გუნბა მიესალმა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობაც გადაუხადა.


ზუსტად ერთი წლის წინ, 2021 წლის 15 დეკემბერს ქონების მართვის ფედერალური სააგენტოსგან „ლენაეროპროექტი“ 897 მლნ რუბლად, ანუ, დაახლოებით, 13 მლნ დოლარად (საწყისი ფასი 12 300 000 დოლარი იყო) მოსკოვურმა სააქციო საზოგადოება „კრასკომ“ შეისყიდა. მართალია, „კრასკოს“ დამფუძნებლები არ მჟღავნდებიან, რადგან 2021 წლის აპრილში დარეგისტრირების შემდეგ კომპანია არასაჯარო სააქციო საზოგადოების უფლებას იყენებს, მაგრამ ნავალნის ჯგუფმა შარშან გამოააშკარავა, რომ დამფუძნებლები ოლეგ დერიპასკა და მისი ბიზნესპარტნიორი, ევგენი აგარკოვი არიან.


„ლენაეროპროექტი“ საავიაციო სექტორში წარმატებულ ბიზნესს წარმოადგენს, რომლის შემოსავალიც წელიწადში, დაახლოებით, ნახევარი მილიარდი რუბლი, ანუ 7 200 000 დოლარზე მეტია). საპროექტო ინსტიტუტი, სულ მცირე, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მომგებიანია და დივიდენდების რეგულარული გადამხდელიცაა. მაგალითად, 2021 წელს „ლენაეროპროექტის“ 100%-იანი წილის ყოფილმა მფლობელმა, ქონების მართვის ფედერალურმა სააგენტომ 20 მლნ რუბლის (თითქმის, 300 000 დოლარის) სუფთა მოგებიდან ინსტიტუტისგან 11 მლნ რუბლი (160 000 დოლარამდე) მიიღო.



აღსანიშნავია, რომ „ლენაეროპროექტი“ კორუფციული სქემის ერთ-ერთი რგოლია. მიმდინარე წლის 1 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგის ოკტიაბრსკის რაიონულმა სასამართლომ „ლენაეროპროექტის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, ალექსანდრ პოდკინს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პოდკინი ქვეკონტრაქტების გაფორმების დროს დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში იყო ბრალდებული. ამ სქემით მან 2012-13 წლებში პეტროპავლოვსკ-კამჩატკისა და მინერალნიე ვოდის აეროპორტების, ხოლო 2014 წლის დასაწყისში უფას აეროპორტის რეკონსტრუქციის თანხა მიითვისა.


სოხუმში დღეს გამართულ პრეზენტაციაზე კიდევ ერთხელ ითქვა, რომ აეორპორტი 2024 წლის ბოლოს ან 2025 წლის დასაწყისში გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ ამ ვადაში აეროპორტის გახსნა პირველად დერიპასკას კუთვნილი კომპანიების ჯგუფ „საბაზისო ელემენტის“ მმართველმა დირექტორმა, ალექსეი ვასილჩენკომ გამოაცხადა. აგვისტოში ონლაინჟურნალი, SOVA წერდა, რომ აეროპორტის ინვესტორი სწორედ დერიპასკას კუთვნილი კომპანიაა. იმავე აგვისტოში „საბაზისო ელემენტმა სოხუმის აეროპორტის ასაფრენი ბილიკის ტესტირების დასრულება გამოაცხადა. ალექსეი ვასილჩენკო მაშინ ამბობდა, რომ პროექტის პირველი ეტაპი 2,4 კმ ასაფრენი ბილიკისა და ტერმინალის შენობის შეკეთებას მოიცავს, რის შემდეგაც 10 000 კვ.მ. ფართობის კომპლექსი საათში 435 კაცს გაატარებს და წელიწადში 1,5 მილიონამდე მგზავრს მოემსახურება. რაც შეეხება მეორე ეტაპს, ვასილჩენკოს თქმით, ძველის ადგილზე ორსართულიანი ტერმინალი აშენდება და მგზავრთა ნაკადი წელიწადში 2,5 მილიონ ადამიანამდე გაიზრდება.


„საბაზისო ელემენტი“ შპს Basic Element-ის კუთვნილი კომპანიაა, რომელიც რეგისტრირებულია ჯერსიში. თავის მხრივ, შპს Basic Element-ის 100%-იანი წილი კომპანია A-Finance-ს ეკუთვნის, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორულ ზონაში არის რეგისტირირებული. მისი ბენეფიციარი სანქცირებული რუსი ბიზნესმენი, ოლეგ დერიპასკაა.


ახლახანს ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა და დერიპასკას კომპანია აეროპორტის რეკონსტრუქციის ეტაპებსა და ობიექტების საკუთრებაზე ვერ თანხმდებიან. ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ერთ-ერთ თათბირზე განაცხადა. ბჟანია ამბობს, რომ „საკუთრების საკითხში აფხაზური მხარის პოზიცია პრინციპული და კატეგორიული უნდა იყოს და ასაფრენი ბილიკისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურა აფხაზეთის საკუთრებაში უნდა დარჩეს.“


დე ფაქტო ხელისუფლების პოზიცია „პრინციპული“ მას შემდეგ გახდა, რაც მიმდინარე წლის აგვისტოში აფხაზური სოციალური ქსელებით გავრცელდა ფოტო, რომელიც ე.წ. ეკონომიკის მინისტრის, კრისტინა ოზგანისა და მისი რუსი კოლეგის მიერ აეროპორტის ინფრასტრუქტურის დათვალიერების დროს ტელეოპერატორის ობიექტივში შემთხვევით მოხვდა. ფოტო რუსული მხარის მიერ შეთავაზებულ გეგმას და იმ ობიექტებს ასახავდა, რომელებიც „რუსეთის ფედერაციის კუთვნილებაში გადადიოდა.“ მათ შორის იყო ასაფრენი ბილიკი, სადისპეტჩერო და საკონტროლო-გამშვები პუნქტები, ასევე, აეროსადგურის კომპლექსის შენობები, წინამდებარე მოედანი და გასამართი სადგური. გარიგების თანახმად, აფხაზეთის საკუთრებაში მხოლოდ ელექტროენერგიის ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტი და მისასვლელი გზა რჩება.


წყარო:bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up