Deutche welle: გერმანიაში „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მიმართ აზრთა სხვადასხვაობაა

Deutche welle: გერმანიაში „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მიმართ აზრთა სხვადასხვაობაა

access_time2021-12-21 20:00:19

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მშენებლობა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით შეცდომა იყო.

 


ევროპის ყველა ქვეყანა ამ გაზსადენის წინააღმდეგი იყო - გერმანიის და ავსტრიის გარდა. და აი გაზსადენი აშენდა, თუმცა, საკითხი მისი ამუშავების თაობაზე ღია რჩება და ის ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად უნდა გადაწყდეს, - მიიჩნევს ჰაბეკი.

 


მისი თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად, მილსადენის მფლობელი არ შეიძლება პარალელურად მისი მმართველი იყოს.

 


ჩვენი პოლიტიკა კონკურენციის სტიმულირება და მონოპოლიების შექმნის თავიდან აცილებაა. ამავე დროს დემონოპოლიზაცია ნიშნავს დამოკიდებულების შემცირებას. გერმანიის ქსელების რეგულირების სააგენტოჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან დაკავშირებულ ყველა საბუთს შეისწავლის და მიიღებს კანონიერ გადაწყვეტილებას გაზსადენის ამუშავების, ან არამუშავების თაობაზე, - განაცხადა ჰაბეკმა.

 


 ვიცე-პრემიერი ასევე რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ აგრესიის შემთხვევაში „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ფუნქციონირების საკითხს შეეხო.

 



მისი თქმით, აგრესია მკაცრი რეაგირების გარეშე არ დარჩება და ამ კუთხით მსჯელობისთვის დახურული თემები არ უნდა იყოს. თუმცა, ამადე დროს, მან ღიად და ცალსახად „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ არ უხსენებია.

 


ევროკავშირის ბევრი პოლიტიკოსი რუსეთის აგრესიის შემთხვევაში გაზსადენის მუშაობის დაბლოკვას აუცილებლად მიიჩნევს, მაგრამ გერმანიაში ეს საკითხი წინააღმდეგობრივ დისკუსიებს იწვევს.

 


მაგალითად, გერმანიის ახალმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა გაზსადენის ფუნქციონირების და უკრაინის ირგვლივ დეესკალაციის საკითხები გაყო - მისი თქმით, მათ შორის არავითარი კავშირი არ არსებობს.

 


ჩრდილოეთის ნაკადი-2“ - ეკონომიკური პროექტია, და მის ირგვლივ არსებული პრობლემები, მათ შორის სერტიფიცირების კუთხით, ასევე ეკონომიკური ხასიათისაა, - მიიჩნევს კანცლერი.

 


ნოემბერში გერმანულმა რეგულატორმა გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა და განაცხადა, რომ მილსადენის ამუშავება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ოპერატორი Nord Stream 2 AG, რომელიც შვეიცარიაშია დარეგისტრირებული, გაზსადენის მართვისთვის კომპანიას გერმანიაში დააარსებს.

 


გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი, რომელიც 2021 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო, გაურკვეველი პერიოდით გადაიდო, კომპანიამ კი განაცხადა, რომ მზადაა რეგულატორის ყველა მოთხოვნის შესრულებისთვის.

 


გარდა ამისა, თუ ქსელების ფედერალური სააგენტო მილსადენს მუშაობის უფლებას მიანიჭებს, გადაწყვეტილება განსახილველად ევროკომისიას გადაეცემა - მისი შესწავლის ვადა 4 თევა.

 


საბოლოო ჯამში, თუ ევროპული რეგულატორი სერტიფიცირებას დაამტკიცებს, გერმანიის ფედერალურ სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის კიდევ 2 თვე ექნება.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up