გერმანული კომპანია Deutsche Bahn უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირებას გერმანიის პორტებში დაიწყებს. იქიდან, ის გაიგზავნება საბოლოო მომხმარებლებისთვის მთელს მსოფლიოში. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
”ჩვენ ვეცდებით მეტი მარცვლეულის ტრანსპორტირებას”, - თქვა DB Cargo-ს წარმომადგენელმა, კონკრეტული მოცულობის დასახელების გარეშე.
ამისთვის კომპანია გეგმავს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის შექმნილი ლოგისტიკური ქსელის აღდგენას. მარცვლეული რუმინეთიდან გადაიგზავნება როსტოკის, ჰამბურგის პორტებში, ასევე ბრეიკში, რომელიც მდებარეობს ბრემერჰავენთან ახლოს. მარცვლეულის ნაწილს პოლონეთიდან წაიღებენ.
მედიის ცნობით, Deutsche Bahn კვირაში რამდენიმე მატარებლის გაშვებას გეგმავს.