გერმანული Deutsche Bank-ის განცხადებით, რუსეთში ბიზნენის დახურვას გეგმავს. ბანკის მენეჯმენტი გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში.
„როგორც არაერთხელ გვითქვამს, ვგმობთ რუსეთის შეჭრას უკრაინაში და მხარს ვუჭერთ გერმანიის მთავრობას და მის მოკავშირეებს ჩვენი დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვაში. რუსეთში დარჩენილი ბიზნესის შეწყვეტის პროცესში ვართ, ხოლო ჩვენს არარუს კლიენტებს მათი ოპერაციების შემცირებაში ვეხმარებით“, - განმარტებულია Deutsche Bank-ის განცხადებაში.
ცნობისთვის, Deutsche Bank-ი რუსეთში 1 500-მდე თანამშრომელს ასაქმებს და ქვეყნის მასშტაბით არაერთ მსხვილ საინვესტიციო პროექტსა და აქტივს ფლობს.
შეგახსენებთ, რუსეთში ოპერაციების შეზღუდვისა და სამომავლო პროექტების შეჩერების გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღეს JPMorgan Chase-მა და Goldman Sachs-მაც.