გერმანული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის Deutsche Bank-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბიტკოინი წლის ბოლომდე 28 000 დოლარის ნიშნულს დაუბრუნდება, ნათქვამია Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ასეთი ოპტიმისტური პროგნოზის საფუძველია ის, რომ საფონდო ბაზარი, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ნაწილობრივ აღდგება. ხოლო Nasdaq 100 ინდექსთან ძლიერი კორელაციის გამო, ბიტკოინის ფასი სავარაუდოდ აშშ-ს აქციებთან ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, - მიაჩნიათ Deutsche Bank-ში.
Coinmarketcap-ის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა $20,000 ნიშნულს ქვემოთ დაეცა და ამჟამად $19,400-ად ივაჭრება.