გერმანიის უმსხვილესმა საფინანსო ინსტიტუტმა Deutsche Bank თავისი IT–სპეციალისტები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე მუშაობდნენ, ბერლინში გადაიყვანა. შედეგად, გერმანიაში რუსეთიდან რამდენიმე ასეული პროგრამისტი გადავიდა.
ამის შესახებ RBC-Ukraine გერმანულ გამოცემაზე Handelsblatt დაყრდნობით წერს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე
სულ რუსეთში ბანკის დაახლოებით 1500 პროგრამისტი მუშაობდა.
ბანკმა რუსეთში მდებარე ტექნოლოგიური ცენტრის ყველა თანამშრომელს შესთავაზა გერმანიაში გადასვლა სამუშაოდ. გამოცემის ინფორმაციით, თავად ბანკში ამ საკითხის კომენტირებისგან თავი შეიკავეს.
Handelsblatt–ის ცნობით, ასეთი ნაბიჯით ბანკი უდიდესი რაოდენობის სპეციალისტების დაკარგვის რისკებს ამცირებს იმ შემთხვევისთვის, თუ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბება და შეუძლებელი გახდება რუსეთში ტექნოლოგიური ცენტრის ფუნქციონირება.
Deutsche Bank–მა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფაქტი დაგმო და მარტში განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მუშაობას წყვეტდა.