ლენტეხის მუნიციპალიტეტში „დევაში ჰესის“ მშენებლობა იგეგმება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე დღეს საქართველოს მთავრობასა და შპს „იუნაითიდ ფაუერ ენერჯი“ შორის „დევაში ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე იმსჯელეს, რომლის საფუძველზეც კომპანიამ 15 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯებით უნდა ჩაატაროს „დევაში ჰესის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა.
ჰიდროელექტროსადგურის ადგილმდებარეობაა ლენტეხის მუნიციპალიტეტი, მდინარე დევაში. პროექტის მიხედვით, სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 5,45 მგვტ იქნება, სავარაუდო წლიური გამომუშავება 28 მლნ.კვტ.სთ. საპროექტო ღირებულება კი 4,389 მლნ. აშშ დოლარი.