დეველოპერული კომპანია იორკ თაუერსის მიმდინარე პროექტები და გეგმები

დეველოპერული კომპანია იორკ თაუერსის მიმდინარე პროექტები და გეგმები

access_time2021-09-14 12:55:44

ინტერვიუ იორკ თაუერსის დამფუძნებელთან და აღმასრულებელ დირექტორთან - ამრ ელაბვაზთან

 

1)ბოლო პერიოდში უძრავი ქონების ბაზარზე აქტიურად ასპარეზობს კომპანია იორკ თაუერსი, მოგვიყევით კომპანიის შესახებ.

 

მადლობას გიხდით ჩვენი კომპანიით დაინტერესებისათვის, ჩვენი კომპანია უკვე 6 წელია ერთ-ერთი აქტიური მოთამაშეა უძრავი ქონების ბაზარზე. საქართველოში გვაქვს სათაო ოფისი, თუმცა კომპანია საერთაშორისოა და ჩვენს ფილიალებს შეხვდებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ვაპირებთ საზღვრების გაფართოებას და კომპანიის ოფისების გახსნას საქართველოს სხვა მეგობარ ქვეყნებშიც.  ჩვენი კომპანიისათვის პრიორიტეტულია ეკომეგობრული გარემოს შექმნა, ენერგოეფექტურობა, იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რომლებმაც აირჩიეს იორკ თაუერსი. ჩვენ ვაშენებთ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებს,  სადაც ყველა დეტალი იქნება გათვალისწინებული სრულყოფილი ცხოვრებისათვის.  უნდა აღვნიშნოთ, რომ იორკ თაუერსი ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია ქართულ ბაზარზე, დასაქმებულთა უმრავლესობა  საქართველოს ის მოქალაქეები არიან, რომლებიც გამოირჩევიან პროფესიონალიზმით მომხმარებლისადმი. ასევე კომპანიას ჰყავს დარგის მოწვეული ექსპერტები, სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც თავიანთი გამოცდილებითა და საერთაშორისო კონტაქტებით აძლიერებენ კომპანიას. იორკ თაუერსის ძლიერი გუნდის დამსახურებით ადამიანებს ვუქმნით გარემოს, რომელიც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ცვლის მათ ცხოვრებას უკეთესობისაკენ. ჩვენ ვთანამშრომლობთ იმ კომპანიებთან რომლებიც ფლობენ ISO სერთიფიკატებს, ასევე ვართ ისეთი მსხვილი ორგანიზაციებისა და ასოციაციების წევრი, როგორებიც არის: FIABCI, ICC, ICCA.


2) კოვიდ-19 პანდემიის დროს, რა იყო ის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც აღმოჩნა არამხოლოდ თქვენი კომპანია, არამედ ზოგადად სამშენებლო სექტორი ?

 

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ პანდემიის პერიოდში ერთი დღეც კი არ გაგვიჩერებია მუშაობა, მთავრობის დადგენილებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ვმუშაობდით, შესაბამისად არ გაგვიჩერებია არცერთი პროექტი და უმუშევრად არ დაგვიტოვებია არცერთი თანამშრომელი. სწორედ ამიტომ, პროექტების მთავარი ფაზები დავასრულეთ და გადავედით შემდეგ ეტაპებზე. ბუნებრივია ფრენების შეჩერებამ, ვალუტის გაუფასურებამ, საგანგებო რეჟიმმა და რეგულაციებმა მნიშვნელოვნი გავლენა იქონია ყველა ბიზნესზე განსაკუთრებით უძრავი ქონებისა და ტურიზმის ინდუსტრიებზე, თუმცა სახელმწიფო სუბსიდირებისა და დახმარების პროგრამებმა, ასევე ჩვენმა შიდა ეფექტიანმა ანტიკრიზისულმა გეგმამ, საერთაშორისო კონტაქტებმა და მყარმა კაპიტალმა, მოგვცა საშუალება, არ გაგვეზარდა ფასები და  შეგვენარჩუნებინა ის ხარისხი, რომლითაც გამოირჩევა იორკ თაუერსი. მოლოდინი გვაქვს პოზიტიური, რის საფუძველსაც გვაძლევს, როგორც გაუმჯობესებული ეპიდსიტუაცია, ასევე წარმატებული მოლაპარაკებები პარტნიორებთან, ჩვენი სამიზნე ქვეყნებიდან, რომლებიც მზად არიან გაზარდონ ინვესტიციების მოცულობა საქართველოში, რაც დამატებით დიდი კონტრიბუციაა ქვეყნის ბიუჯეტში და ერთგვარი გარანტია თითოეული ჩვენი პროექტის წარმატებით დასრულებისა.

 




3) როგორც უცხოელი ბიზნესმენის გადმოსახედიდან, რა  მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს საქართველოში ბიზნესის კეთებას?

 


6 წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, პირველი დღიდან შემიყვარდა ეს ქვეყანა, ქართული ტრადიციები, კულტურა, სტუმართმოყვარეობა, ფოლკლორი და სამზარეულო. მნიშვნელოვანია უსაფრთხოება, გამარტივებული კომუნიკაცია, ინგლისური იცის ბევრმა , ასევე  რისი გარკვევაც დამჭირდა ძალიან მცირე დროში გავარკვიე, ეს ფაქტორები ჩემთვის იყო პირველი მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე აქ ბიზნესი დამეწყო და მომეზიდა ინვესტიციები. შემდეგ, როცა გავიგე, რომ ქვეყანას ეკონომიკური რეფორმების კუთხით წამყვანი პოზიცია უკავია, რომ მე-6 ადგილზეა ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით, რომ რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია კორუფციისა, რომ აქტიურად ვითარდება ტურიზმის ინდუსტრია და ქვეყანას 8 მილიონი ტურისტი სტუმრობს,  ძალიან მცირე დროში დავაფუძნე კომპანია, რომელიც დღეს იკავებს ლიდერულ პოზიციებს და იორკ თაუერსის უკვე დიდი ოჯახის თითოეული წევრი ამაყობს ამით. ასევე ხაზი უნდა გავუსვათ, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, უკუგებას ინვესტიცებზე ,ბინადრობის ნებართვას გამარტივებულ პროცედურას, მოქნილ საგადასახადო სისტემასა და უძრავი ქონის ფლობის საკმაოდ მოსახერხებელ კანონებს, ყოველივე ზემოთხსენებული ამარტივებს საქართველოში ბიზნესის კეთებას და ქმნის მიმზიდველ საინვესტიციო კლიმატს.

 

4) როგორ შეაფასებდით ამჟამინდელ ბიზნეს ურთიერთობას ჩვენს ქვეყნებს შორის, რა შეიძლება გაკეთდეს ამ ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და რა სამომავლო პერსპექტივებს ხედავთ?

 

ვხედავ, რომ ქვეყანა ვითარდება, ყოველწლიურად  მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ბიზნესისთვის, რაც ბუნებრივია მომავალში შექმნის ეკონომიკის მდგრადი  განვითარების საშუალებას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა უმნიშნველოვანესია ქვეყნის წინსვლისათვის. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ აღნიშნულ საქმეში, ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ ყველა საერთაშორისო ღონისძიებაში, სადაც ინვესტორები, ბროკერები, დეველოპერები, დარგის ექსპერტები და სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები იკრიბებიან. რადგან ჩვენი კომპანია დაარსებულია საქართველოში და სათაო ოფისიც თბილისშია, ჩვენი პირველი მესიჯი ყოველთვის არის, რომ საქართველო არის უსაფრთხო, მდგრადი და სანდო მიმართულება ინვესტიციებისათვის, ჩვენი პროექტების წარდგენისას ყოველთვის ვსაუბრობთ საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო კლიმატზე. აღდგა ფრენები, რაც ძალიან გვახარებს, შესაბამისად ვაპირებთ ახალი ბიზნესკავშირების დამყარებას, როგორც გალფის ქვეყნებში, ასევე უკრაინაში, ყაზახეთსა და ევროპის ქვეყნებში. დაინტერესება ძალიან დიდია, შესაბამისად პერსპექტივა არის განვითარებული ინფრასტრუქტურა და მეტი დასაქმებული ადამიანი.





5) და ტრადიციულად, ბოლო კითხვა ეხება სამომავლო გეგმებს, თუ არის რაიმე კონკრეტული პროექტი, რომელზეც ამჟამად მუშაობთ ან უახლოეს მომავალში აპირებთ წამოწყებას.

 

ჩვენ გვაქვს დასრულებული 20-მდე პროექტი, რომელმაც დიდი გამოცდილება შესძინა კომპანიას. ჩვენი უპირატესობებია უმაღლესი ხარისხი, ხელმისაწვდომი ფასები და სწორად შერჩეული ლოკაციები.  ამ ეტაპზე 100 მილიონი დოლარის ინვესტიციით, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს ვაშენებთ ტაბახმელაში სახელწოდებით „იორკ თაუნი“. პროექტი მოიცავს კერძო სახლებს-ვილებს, აპარტოტელს, სპაცენტრს, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრს, საპიკნიკე და საბავშვო გასართობ ზონებს, ველობილიკებს, მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ ტყეა, მდინარეც კი ჩამოდის იორკ თაუნთან ახლოს და სიმწვანეა,  პროექტის 40% ეთმობა რეკრეაციულ ზონას, პროექტის ფარგლებში დადგეგმილი გვაქვს 6000 ხის დარგვა. იორკ თაუნი თბილისიდან 20 წუთის სავალზეა და ადამიანებს საშუალებას აძლევს ქალაქთან ახლოს, შეიქმნან მათთვის სანატრელი გარემო, სუფთა ჰაერით, სიმშვიდეში, თანამედროვე არქიტექტურით დაპროექტებული ინტერიერი და ექსტერიერი- მომსახურების სრული პაკეტით, რაც იორკ თაუნის მაცხოვრებლებს ცხოვრებას გაუდვილებს. რაც მთავარია, ყველა მასალა, რასაც მშენებლობისთვის ვიყენებთ არის ეკოლოგიურად სუფთა, ყველა მასალა უნდა აკმაყოფილებდეს ISO სტანდარტს.  მეორე მასშტაბური პროექტი, რომელსაც პარალელურად ვანხორციელებთ და თითქმის დასრულებულია არის „ლისი ვიუ“, საცხოვრებელი კომპლექსი ლისის ტბასთან ახლოს, არაჩვეულებრივი ხედებითა და ულტრათანამედროვე არქიტეტურით. ყველაფერი რაც კი კავშირშია „ლისი ვიუ“-ს პროექტთან, სამშენებლო მასალებიდან და სამშენებლო ტექნოლოგიებიდან დაწყებული, ნიადაგის, წყლისა და ჰაერის მდგომარეობით დამთავრებული, მიზნად ისახავს ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებას და ოჯახის ჰარმონიულ ცხოვრებას.


კომპანია იორკ თაუერსი ასევე  ფლობს საინვესტიციო მიწებს ბაზალეთსა და მცხეთაში.


უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ბათუმში გრანდიოზული პროექტის დაწყებას, რომელიც კომპანიის სავიზიტო ბარათი გახდება.  ვართ დაგეგმარების პროცესში და უახლოეს მომავალში გავაცნობთ მოსახლეობას დეტალურ ინფორმაციას.


 ყოველთვის განახლებადია ინფორმაცია ჩვენს საიტზე yorktowers.com, გაგვიხარდება თუ გვეწვევით და გაიგებთ მეტს ჩვენს შესახებ.

 

®

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up