მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსს რთული სიტუაციის შექმნა შეუძლია, თუმცა შეგვიძლია დასასრული დავინახოთ, - განაცხადა კორონავირუსის საკითხებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენლმა, დევიდ ნაბარომ.
„ვშიშობ, რომ მარათონს გავდივართ, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ბოლოში ვართ გასული. ჩვენ ვხედავთ დასასრულს, მაგრამ ჩვენ იქ ჯერ არ ვართ“, - აღნიშნა კორონავირუსის საკითხებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენლმა.
დევიდ ნაბაროს თქმით, ვირუსი განვითარებას განაგრძობს და უფრო მეტ ვარიანტს მივიღებთ.
„ეს ნამდვილად ახდენს გავლენას მთელ მსოფლიოზე. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპაში ჯანდაცვის სერვისები ძლივს უმკლავდებიან ვირუსს, მსოფლიოს ბევრ სხვა ნაწილში ისინი სრულიად გადატვირთულია. ცხადია, რომ არცერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებში, დიდი შეზღუდვების შესაძლებლობა არ არსებობს. ხალხმა უბრალოდ უნდა გააგრძელოს მუშაობა და ამიტომ, ახლა პოლიტიკოსებისთვის ძალიან რთული არჩევანია. უახლოესი სამი თვე მაინც რთული იქნება“, - განაცხადა მან.
დევიდ ნაბარომ ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება ნიშნავს ტალღებისთვის მომზადებას და სწრაფად რეაგირებას.
imedinews.ge