დევნილების სახლის შესაძენად გამოყოფილი თანხა  წელს უკვე მეორედ გაიზარდა

დევნილების სახლის შესაძენად გამოყოფილი თანხა წელს უკვე მეორედ გაიზარდა

access_time2021-12-19 11:56:39

დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში ცვლილებები შევიდა, რომლის შედეგად განსახლების პროცესი კიდევ უფრო დაიხვეწა და დევნილთა საჭიროებებზე მორგებული გახდა.

ცვლილებები შეეხო ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ„სოფლად სახლის“   პროექტს, რომლის ფარგლებში თითოეული დევნილი ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა, მათივე მოთხოვნის გათვალისწინებით, წელს უკვე მეორედ გაიზარდა.

  • ერთსულიანი დევნილი ოჯახისთვის განსაზღვრული თანხა 22 000 ლარს შეადგენს, ხოლო  ოჯახის ყოველ შემდგომ წევრზე 3000 ლარი ემატება. მაგალითისთვის, 7-სულიან ოჯახს  დევნილთა სააგენტო სახლს, 32 000 ლარის ნაცვლად,  40 000 ლარის ფარგლებში შეუსყიდის.
  • ცვლილებების თანახმად, შესასყიდი სახლის წარმოდგენისთვის იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, 3 თვის ნაცვლად, 6-თვიანი ვადა ეძლევათ.
  • ამასთან, მნიშვნელოვანია რომ  „სოფლად სახლის“  შესყიდვის პროცედურისას,საცხოვრებლის ღირებულების დადგენის მიზნით, საექსპერტო დასკვნა აღარ  მომზადება, რაც  სრულად პასუხობს დევნილთა მოთხოვნას და განსახლების პროცესს რამდენიმე თვით დააჩქარებს.

დევნილთა სააგენტო განსახლების ალტერნატიულ მოდელს სთავაზობს ადმინისტრაციული დაპირების მქონე იძულებით გადაადგილებულ ოჯახებსაც.

  • ადმინისტრაციული დაპირების მქონე დევნილებს  შესაძლებლობა ექნებათ, სურვილის შემთხვევაში, არ დაელოდონ მშენებლობების დასრულებას და  თავად მოიძიონ საცხოვრებელი ბინა, რომელსაც შემდგომ სააგენტო შეუსყიდის.  კვადრატული მეტრის მაქსიმალურ ღირებულებასთბილისში550 დოლარის, ხოლო რეგიონებში 470 დოლარის ეკვივალენტი ლარში შეადგენს. თანხის საერთო რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.

დევნილთა სააგენტომ ცვლილებები იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტერესებს მაქსიმალურად მოარგო.გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ იქნა როგორც თავად დევნილთა, ისე საექსპერტო ჯგუფების წინადადებები და რეკომენდაციები.

დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის ცვლილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების  საფუძველზე   განხორციელდა.


 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up