დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მენაშენეების პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართების შესყიდვა თბილისში, ქუთაისსა და ბორჯომში იგეგმება.
კომისიამ კონკურსში მონაწილე სამშენებლო კომპანიებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა. პროექტში მონაწილეობის მსურველმა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა საკონკურსო წინადადებები დევნილთა სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში, 31 დეკემბრის ჩათვლით, უნდა წარადგინონ:
• თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა;
• გორი, სამების ქ.N1;
• ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://idp.gov.ge/statement-62/“ – ნათქვამია ინფორმაციაში.