რუხის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრ „აფხაზეთში” პროგრამის „დევნილთა მეფუტკრეობის საქმიანობის გაძლიერების” ფარგლებში გამარჯვებულ ბენეფიციარებს ფუტკრის ოჯახით შევსებული სკები და შესაბამისი ინვენტარი გადაეცათ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიებას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, თურქეთის გენერალური კონსული, სააგენტო (TIKA)-ს კოორდინატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მათივე ცნობით, პროგრამა აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მხარდაჭერით, „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ მიერ ხორციელდება.
ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთიდან დევნილი მეფუტკრეების საქმიანობის ხელშეწყობისათვის გამოცხადებულ კონკურსში, 100 აპლიკანტმა მიიღო მონაწილეობა, გამოვლინდა 58 გამარჯვებული და მათ 370 სკა გადაეცათ.