3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 26 აპრილს გამართულ სხდომაზე მიიღო.
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებას შეზღუდვა არ ეხება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითვე, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად.