დღეიდან არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა 4-დან 3 წლამდე შემცირდა

დღეიდან არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა 4-დან 3 წლამდე შემცირდა

access_time2022-08-16 14:00:26

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, დღეიდან არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა 4-დან 3 წლამდე მცირდება. ცვლილება, რომელიც დღეიდან ამოქმედდა ძალაში ერთი წლის განმავლობაში დარჩება.



„სამომხმარებლო დაკრედიტების შენელებისთვის ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გამოვიყენოთ მაკროპროდენციული ინსტრუმენტი და ეს ინსტრუმენტი არის სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის 4-დან 3 წლამდე შემცირება“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ 3 აგვისტოს განაცხადა. მისი თქმით, 2019 წელს ამოქმედდა ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც შეჩერდა ჭარბი საკრედიტო ზრდიდან მომდინარე რისკები.



როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღება მოხდა სამომხმარებლო სესხზე გაზრდილი მოთხოვნის გამო.


„სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის შემცირება. აღნიშნული ცვლილების გავლენის, გაანალიზებისა და საბანკო სექტორთან განხილვის შედეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის სამ წლამდე შემცირების თაობაზე. აღნიშნული ცვლილება შევა ძალაში 16 აგვისტოდან და ამ ეტაპზე ის ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა გვენეტაძემ.



„ვადის დამოკლება დაკრედიტებას დაახლოებით 1%-ით შეანელებს“, - აცხადებს სებ-ის მაკროეკონომიკის და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი შალვა მხატრიშვილი.



16 აგვისტოდან არაუზრუნველყოფილ სესხს მსესხებლის მხოლოდ ის კატეგორია მიიღებს, რომელიც PTI -ს (სესხის მომსახურების კოეფიციენტი) 3 წლიან ვადაზე დააკმაყოფილებს.


ბანკის საკრედიტო ექსპერტების განმარტებით, მოქმედი რეგულაციით, მსესხებელი სესხის დაგრძელვადიანებით თვის შესატან ულუფასაც იმცირებს და მოცულობას იზრდის. 16 აგვისტოდან ვეღარ გაიზრდის და თავის შემოსავლის პროპორციულად, უფრო ნაკლები მოცულობით აიღებს. მსგავსი რეგულაცია, გაზაფხულზე უზრუნველყოფილ სესხებზე ამოქმედდა. მსესხებლის გადახდისუნარიანობა +3% მეტობით შეფასდა.


საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე „კომერსანტთან“ 8 აგვისტოს აცხადებდა, რომ ცვლილების ამოქმედების შემდეგ საკმაოდ ბევრი ადამიანი ვერ მიიღებს სესხს, შედეგად კი გაიზრდება მოთხოვნა უზრუნველყოფილ სესხებზე.



„ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად შეჯერებული იყო სექტორთან და მუდმივად მიმდინარეობდა სექტორთან მოლაპარაკებები. 4-წლიანის 3 წლამდე შემცირება შეეხება არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებს. ხშირ შემთხვევაში 4-წლიანი სესხს მომხმარებლები იღებდნენ ყოველთვიური გადასახადებისთვის და ნაწილობრივ ფარავდნენ უკვე არსებული დავალიანებებს, ამ ცვლილებით საკმაოდ დიდი რაოდენობა ამას ვერ შეძლებს. ამის პარალელურად მნიშვნელოვანია მეორე ცვლილებაც, რომელიც მცირე შემოსავლიან პირებს შეეხებოდათ და გულისხმობდა სესხის გაცემის დროს 25%-იანი კოეფიციენტის გამოყენებას 1000-ის ნაცვლად 1500 ლარზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საკმაოდ ბევრი ადამიანი ვეღარ მიიღებს სამომხმარებლო სესხს. ვფიქრობ, შედეგად შესაძლებელია, რომ გაიზარდოს უზრუნველყოფილი სესხები, როგორც იპოთეკური, ასევე ავტო სესხები“, — აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.



H1/2022-ის მდგომარეობით, სამომხმარებლო სესხების პორტფელი 7 მლრდ ლარს შეადგენს, მათ შორის 830 მლნ ლარამდე მოდის სავალუტო სესხებზე.



სულ, საბანკო დაკრედიტება 43,7 მლრდ ლარია და თითქმის ნახევარი (21.2 მლრდ ლარის) სავალუტოზე მოდის.



სამომხმარებლო სესხებში (1.2 მლნ სესხია გაცემული) 378 მლნ ლარის პრობლემური კრედიტები რჩება. მათ შორის 5.5%-მდეა გამრობლემებული აშშ დოლარში, 5.7%-მდე ლარში და 4%-ის ფარგლებში ევროში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up