ევროკავშირის ტერიტორიაზე კოვიდსერტიფიკატები ამოქმედდა

ევროკავშირის ტერიტორიაზე კოვიდსერტიფიკატები ამოქმედდა

access_time2021-07-01 13:50:00

პირველი ივლისიდან ევროკავშირის ტერიტორიასა და შენგენის ზონაში ციფრული კოვიდსერთიფიკატების ფუნქციონირება დაიწყო. მათი ამოქმედების მიზანი პანდემიის პერიოდში მოგზაურობის შემსუბუქებაა. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.



სერტიფიკატები სამი ტიპის იქნება: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი, უარყოფითი ტესტის დამადასტურებელი და ვირუსისგან გამოჯანმრთელების სერთიფიკატი.



კორონავირუსით დაავადებულ პირებს სერტიფიკატის მიღება „პისიარ“ ტესტის დადებითი პასუხიდან 11 დღის შემდეგ შეეძლებათ. ის ძალაში 180 დღის განმავლობაში იქნება. ანტისხეულებზე სერტიფიკატის გაცემა ჯერ არ განიხილება.



სერტიფიკატი ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში, ასევე ისლანდიაში, ლიხტენშტეინში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში მოქმედებს.




სერტიფიკატის მიღება შესაძლებელია როგორც ციფრული, ისე დაბეჭდილი ფორმით. ციფრული ვერსიის გამოსაყენებლად სპეციალური აპლიკაციის ჩამოტვირთვაა საჭირო. სერტიფიკატის მთავარი ელემენტი QR კოდია, რომელიც მისი ნამდვილობის შესამოწმებლად გამოიყენება. გარდა ამისა, ევროკომისიამ შექმნა პორტალი, რომლის მეშვეობითაც ქვეყნებს QR კოდების ნამდვილობის დასაზუსტებლად ინფორმაციის გაცვლა შეუძლიათ.



სერტიფიკატების გამცემი ორგანო ყველა ქვეყნისთვის ინდივიდუალურია და ადგილობრივი ხელისუფლების გადასაწყვეტია, რომელ დაწესებულებას მიანიჭებს სერტიფიკატის გაცემის უფლებამოსილებას.



სერტიფიკატების მიღების უფლება მესამე ქვეყნის მოქალაქეებსაც ექნებათ, რომლებიც ლეგალურად ჩავლენ ევროკავშირის და შენგენის ზონის ტერიტორიაზე. ამისათვის აღნიშნულმა პირებმა საზღვარზე ვაქცინაციის ან საკუთარ ქვეყანაში ჩატარებული ტესტის პასუხები უნდა წარადგინონ. გარდა ამისა, განიხილება მესამე ქვეყნებში გაცემული სერტიფიკატების აღიარებაც, თუ ისინი ევროკავშირის სისტემასთან არის თავსებადი.



სერტიფიკატები „ბიონტექ/ფაიზერის“, „მოდერნას“, „ასტრაზენეკას“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინებით აცრილი პირებისთვის გაიცემა. ასევე, სერტიფიკატების გაცემა იგეგმება იმ პირებისთვის, რომლებიც აცრილნი არიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საგანგებო მოხმარებისთვის დამტკიცებული ვაქცინებით, როგორიცაა „ასტრაზენეკა ქოვიდშილდ“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“.


1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up