დღეს მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება. როგორც თბილისის მერმა მიმდინარე კვირაში გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 17 ივნისს, საღამოდან დაიწყება და ქუჩა ჩაიკეტება.
პროექტის განხორციელების პერიოდში, ვარაზისხევი და კოსტავას ქუჩა ორმხრივი გახდება.