9 ნოემბრიდან პორტუგალიაში საგანგებო მდგომარეობის განმეორებითი რეჟიმი ამოქმედდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
პანდემიისგან განსაკუთრებულად დაზალარელებულ რეგიონებში უახლოესი 2 კვირა კომენდანტის საათი იმოქმედებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 7 მილიონ ადამიანს 23:00-დან დილის 5 საათამდე გარეთ გასვლა აეკრძალება.
შეზღუდვები პორტუგალიის მოსახლეობის 70%-ს ეხება. ხელისუფლების განმარტებით, თუ კორონავირუსის გავრცელება არ შენელდება, შესაძლოა საგანგებო რეჟიმი გახანგრძლივდეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge