დღეიდან „ქარის“ ახალი მიკრო-ელექტრო მანქანები სატესტო რეჟიმში გაეშვა

დღეიდან „ქარის“ ახალი მიკრო-ელექტრო მანქანები სატესტო რეჟიმში გაეშვა

access_time2022-04-14 10:55:18

დღეს, 14 აპრილს,  Qari Electric-ს ახალი მიკრო-ელექტრო მანქანები უკვე ქალაქში გამოჩნდა. ამ ეტაპზე მანქანები სატესტო რეჟიმშია გაშვებული.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


კომპანიაში აცხადებენ, რომ Citroen Ami-ის ულტრა კომპაქტური ელექტრო მანქანის დიზაინი ისეა შექმნილი, რომ  მისი ყველა ნაწილი მთლიანად ექვემდებარება გადამუშავებას, რითიც პლანეტა ნაკლებად დაზიანდება. მანქანები არ გამოყოფს გამონაბოლქვს და არც ხმაურით აბინძურებს ქალაქს. 



“დღეიდან, ქარის აპლიკაცია მულტიმოდალურია, რაც ერთ აპლიკაციაში რამდენიმე სატრანსპორტო არჩევანს ნიშნავს. ელექტრო მოპედთან ერთად ახლა უკვე სატესტო რეჟიმში ელექტრო მანქანებიც გამოჩნდება. Qari App-ში ორივე ელექტრო ტრანსპორტისთვის განსაზღვრულია სპეციალური საპარკინგე ზონები.


Citroen Ami-ით გადაადგილება შეუძლია ორ ადამიანს. მანქანის კომპაქტური დიზაინის გათვალისწინებით, საკმაოდ ბევრი ადგილი რჩება ბარგისთვის. Citroen Ami-ს მაქსიმალური სიჩქარე - 45კმ/სთ-ია და სრული დამუხტვით მაქსიმუმ 75 კმ-ის დაფარვა შეუძლია. მისი ზომა მოსახერხებელია იმ ურბანული გარემოსთვის, სადაც პარკინგი ყოველდღიური პრობლემაა.




მიკრო-მანქანით  სარგებლობისთვის აუცილებელი  პირობაა, აპლიკაციის ჩამოტვირთვა და რეგისტრაცია. Მანქანის სამართავად საჭიროა B ან B1 კატეგორიის მართვის მოწმობა, ხოლო მოპედის სამართავად - AM ან ნებისმიერი სხვა კატეგორიის მართვის მოწმობა. 

 


Qari Ami-ით სარგებლობის  შემდეგ, მომხმარებელს მისი დატოვება ქარის აპლიკაციის პარკირების ზონებში შეუძლია.“ აცხადებენ კომპანიაში.

 


ქარი ეკო-მეგობრული ელექტრო ტრანსპორტის საზიარო სერვისია, რომელიც ურბანულ პირობებში სწრაფი და მარტივი გადაადგილებისთვის შეიქმნა . სიტროენით მგზავრობის დაწყება 1 ლარი, ხოლო შემდეგ 1 წუთი 0.80 თეთრი ჯდება.




თაკო კვაჭანტირაძე


თეგები:
ქარი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up