დღეიდან რუსულ ნავთობპროდუქტებზე price cap ამოქმედდა

დღეიდან რუსულ ნავთობპროდუქტებზე price cap ამოქმედდა

access_time2023-02-05 21:10:34


დღეიდან რუსულ ნავთობპროდუქტებზე ზღვრული ფასი ამოქმედდა.  G7-ის ქვეყნებმა (აშშ-მა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, იაპონიამ)  ევროკავშირმა, ავსტრალიამ და ნორვეგიამ 3 თებერვლის გადაწყვეტილებით რუსეთის ნავთობპროდუქტებზე კატეგორიის მიხედვით ორი ზღვრული ფასი დააწესეს - ამის  შესახებ ინფორმაციას financial times ავრცელებს. 



ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩები პარასკევს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ დააწესონ ზღვრული ფასები ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა დიზელი (100 დოლარად ბარელზე) და მაზუთზე (45 დოლარად ბარელზე)



G7-ის ქვეყნებსა და ევროკავშირში რეგისტრირებულ კომპანიებს რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება, ასევე, მათი საზღვაო გადაზიდვის შესაბამისი მომსახურება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ისინი დაწესებულ ზღვრულ ფასში გაიყიდება.



როგორც financial Times ორმა წყარომ უთხრა ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოები, მათ შორის პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, ყოველ ორ თვეში ერთხელ ლიმიტის დონის გადახედვას ითხოვენ, თუმა G7-ის სხვა ქვეყნები, მათ შორის აშშ, ნაკლებად ამ მექანიზმს ნაკლებად, პოტენციური არასტაბილურობის გათვალისწინებით ნაკლებად ემხრობიან. 





აშშ-ის ხაზინა აცხადებს, რომ რუსული ნავთობის ლიმიტირებულ ფასად შემსყიდველმა კომპანიებმა სერვისის პროვაიდერებს უნდა მიაწოდონ შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ზღვრულ ან დაბალ ფასად საწვავის შეძენას დაადასტურებს. ხაზინამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა მარტში დააწესა, ძალაში რჩება.



ბრძანებულება 1-ელი თებერვლიდან ამოქმედდა და 2023 წლის 1-ელ ივლისამდე დარჩება ძალაში.



აკრძალვა საბოლოო მყიდველამდე მიწოდების ყველა ეტაპზე ვრცელდება. განკარგულების შესრულების რეგულარული მონიტორინგი ენერგეტიკის სამინისტროს დაევალა. ამასთან, პუტინს სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე აკრძალვაში გამონაკლისის დაშვება შეუძლია.



ნედლეულის მიმწოდებლებმა უნდა წარუდგინონ ფედერალურ საბაჟო სამსახურს ხელშეკრულება, ასევე, განცხადება, რომელიც დაადასტურებს, რომ მასში არ არსებობს დებულებები ფასის ლიმიტის გამოყენების შესახებ. დადგენილება 1-ლი თებერვლიდან ექსპორტირებული საქონლის ექსპორტზე ვრცელდება. ამასთან, მიმწოდებლებმა, ენერგეტიკის სამინისტროს მოთხოვნით, საბაჟო დეპარტამენტს რუსულ ენაზე თარგმნილი ხელშეკრულებების ასლები და მათზე დამატებები უნდა მიაწოდონ. ასევე, კომპანიები ენერგეტიკის სამინისტროს წარუდგენენ საინფორმაციო მასალებს მიწოდების ხელშეკრულებების ფაქტობრივი შესრულების, მათ შორის, უცხოელი მყიდველების, საქონლის მიწოდების მიმართულებებისა და პირობების შესახებ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up