მიმდინარე წლის 1 მაისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 25.9 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 7.6 ათასი ტონით (41%), ხოლო ღირებულება - 7.9 მლნ აშშ დოლარით (51%) გაიზარდა.
ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (16,915), სომხეთში (7,688 ტონა), აზერბაიჯანში (269 ტონა), უკრაინაში (671 ტონა), ბელარუსში (119 ტონა), ყაზახეთში (95 ტონა), მოლდოვასა (116 ტონა) და სლოვენიაში (59 ტონა)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.