ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ლარის გაუიფასურებას ფსიქოლოგიური ფაქტორით ხსნის. მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა განაცხადა, რომ კოორდინირებულად,მათ შორის მთელი საზოგადოების ჩართულობით, მოხერხდება, რომ ლარმა თავისი წონასწორობის ნიშნული მონახოს, ეს მერყეობა დასტაბილურდება და ლარის კურსი იქნება მშვიდ რეჟიმში.
,,ერთადერთი არის ის ემოციური ფაქტორები, რომელიც არის შიგნით. აქ ხელისუფლების დიდი სურვილი, მოწოდება, თხოვნა, მთლიანად საზოგადოებასთან არის ერთადერთი - მოდით, ნაკლები ემოციით შევხედოთ, ეკონომიკური პროცესების ნაწილში ვამბობ...
გავმიჯნოთ, ერთი არის ცალსახად ჩვენი სოლიდარობა და საკითხი, რომელიც უკავშირდება ოკუპაციას, აგრესიას, სადაც ვერ ვიქნებით მშვიდები, ვიქნებით მაქსიმალურად ემოციურები და ვართ ემოციურები, ასეა თითოეული მოქალაქე, არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობას, სტატუსს და პოზიციას.
მაგრამ რაც შეეხება ეკონომიკურ პროცესებს, ეს არის ძალიან მგრძნობიარე. სიმშვიდე ეკონომიკურ პროცესებთან მიმართებით, პრაგმატულობა, სწორი ნაბიჯების გადადგმა არის ერთადერთი გზა, რომ ვალუტის კურსი შევინარჩუნოთ" - აცხადებს ეკონიმიკის მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ ლარი სწრაფად უფასურდება. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე თბილისის დროით 7 მარტს დილით 13:00 სთ-ისთვის 1 აშშ დოლარის ფასმა 3.42-ს მიაღწია.
რუსეთის უკრაინაში შეწრიდან დღემდე, ოფიციალური კურსი 8.5%-ით, რეალური მიმდინარე კურსი კი 13%-ით. 24 თებერვალს 1 აშშ დოლარი 3.0162 ღირდა.