დღეს „დიდი ოცეულისთვის“ არაფერია საინტერესო უკრაინის გარდა, ეს არის სირცხვილი, - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. აღნიშნული განცხადება სერგეი ლავროვმა გეოპოლიტიკურ კონფერენციაზე გააკეთა.
"დიდი ოცეული“ ჩამოყალიბდა 1999 წელს ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების დირექტორების დონეზე. შემდეგ კი 2008 წელს ის გახდა „დიდი ოცეულის სამიტი“. დღეს „დიდი ოცეულისთვის“ არაფერია საინტერესო უკრაინის გარდა, ეს არის სირცხვილი“, - განაცხადა ლავროვმა ნიუ-დელიში გამართულ ყოველწლიურ გეოპოლიტიკურ კონფერენციაზე - Raisina Dialogue.