დღეს ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ ხშირად საჯარო სექტორი ვერ უწევს კონკურენციას კერძო სექტორს -  გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე

დღეს ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ ხშირად საჯარო სექტორი ვერ უწევს კონკურენციას კერძო სექტორს - გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე

access_time2022-11-16 22:30:28

როდესაც ჩვენ ახალი კოდექსი მივიღეთ 2018 წელს, სრულად შეიცვალა მიდგომებიც, გზშ-ს დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალი გაფართოვდა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ მაია ბერაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში გადაცემა „აგროსექტორში“ სტუმრობისას განაცხადა.


მაია ბერაძის თქმით, დაახლოებით 400 საქმიანობა მოექცა რეგულაციების ქვეშ და შესაბამისად უწყებაშიც მოიმატა სააგენტოში შემოსულმა განაცხადებმა.


„ის საქმიანობები, რომელიც არ იყო დაქვემდებარებული შესაბამის პროცედურებს გარემოს დაცვითი შეფასების კუთხით დღეს უკვე რეგულირებას ექვემდებარება: ეს იქნება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, ეს იქნება სოფლის მეურნეობის ნაწილი, რომელიც მანამდე ასეთი ინტენსივობით არ იყო წარმოდგენილი ჩვენს კანონმდებლობაში. ძალიან ბევრი მიმართულება დაემატა და დღეს უკვე რეგულირების ქვეშაა“, - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე.



მისივე განმარტებით, ეს საქმიანობები, რომელიც დღეს შეფასებას ექვემდებარება, ნამდვილად სამსჯელოა და უნდა მოხდეს მათი შეფასება ექნება თუ არა კონკრეტულ პროექტს ზემოქმედება გარემოზე.


„რატომ დადგა დღის წესრიგში ამ საქმიანობების გაფართოების საკითხი? იმიტომ რომ ჩვენ შევიმუშავეთ გარემოს დაცვის კოდექსი, რომელიც სრულად ჰარმონიზებულია საერთაშორისო მოთხოვნებთან, შესაბამის დირექტივებთან და სწორედ ამ დირექტივების ჩამონათვალში იყო იმ საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებიც უნდა ექვემდებარებოდეს გარემოს დაცვით შეფასებებს“, - ამბობს მაია ბერაძე.


გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე სააგენტოში შესული დოკუმენტაციის ხარისხზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ასეთი დოკუმენტაცია შესაძლოა ერთხელ ან ორჯერაც კი დახარვეზდეს, რაც საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღების ვადებს ზრდის. მაია ბერაძე სააგენტოში კადრების დეფიციტზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ დარგობრივი მიმართულებით კადრების დეფიციტია.


„ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეულია როგორც საჯარო სექტორისთვის ასევე კერძო სექტორისთვის - კადრების დეფიციტი. მით უმეტეს დარგობრივი მიმართულებით. დღეს რთულია დარგობრივი სპეციალისტი იპოვო. მიუხედავად ამისა ჩვენ ჩვენი რესურსებით შესაბამის სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით ვცდილობთ, რომ წამოვიყვანოთ სტუდენტები. დღეს ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ ხშირად საჯარო სექტორი ვერ უწევს კონკურენციას კერძო სექტორს, თავისი დატვირთულობიდან გამომდინარე, იგივე სახელფასო განაკვეთებიდან გამომდინარე. კერძო სექტორი არ მიმართულებით უფრო მოქნილია და აქვს საშუალება გაზარდოს ხელფასი. გადინება არის დიდი“- ამბობს მაია ბერაძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up