სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციის ვადა დღეს, 14 ნოემბერს იწურება. აცრის გაკეთება ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში არის შესაძლებელი.
უფასო ვაქცინაციის სპეციალური აქცია 7 ნოემბერს დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა სანოფი პასტერის წარმოების 4-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე აიცრნენ დაავადების გართულების მომატებული რისკი მქონე პირები.
ვაქცინაციის ცენტრების სია შეგიძლიათ ნახოთ აქ.
radiotavisupleba.ge