„დღეს მეპურეებიც ამბობენ, რომ გარკვეულწილად ფასის შენარჩუნებისკენ მიდიან, თუმცა სამომავლოდ პროგნოზებს ვერც ისინი აკეთებენ და ვერც ჩვენ“

„დღეს მეპურეებიც ამბობენ, რომ გარკვეულწილად ფასის შენარჩუნებისკენ მიდიან, თუმცა სამომავლოდ პროგნოზებს ვერც ისინი აკეთებენ და ვერც ჩვენ“

access_time2022-06-27 20:00:00

პური ერთი თვის წინ დაახლოებით, 10 თეთრით გაძვირდა. დღეს მეპურეებიც ამბობენ, რომ გარკვეულწილად ფასის შენარჩუნებისკენ მიდიან, თუმცა სამომავლოდ პროგნოზებს ვერც ისინი აკეთებენ და ვერც ჩვენ, - ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა.


მისივე თქმით, დღეს საქართველოში ხორბალი არ შემოდის და იმპორტი მხოლოდ ფქვილზე ხორციელდება.


სილაგავას განცხადებით, მსოფლიოში ხორბალთან დაკავშირებით საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა და ხორბლის მარაგები, დღეს ყველა ქვეყნისთვის პირველი კატეგორიის საზრუნავია.


„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგები უნდა იყოს. ხორბალს იმიტომ ვამბობთ, რომ ეს არის გაეროს რეკომენდაცია, რომ ქვეყანაში 2-თვიანი მინიმალური მარაგი უნდა არსებობდეს. დღეს საქართველოში წისქვილკომბინატები არ მუშაობს. ხორბალი თითქმის არ შემოდის,“ - განაცხადა ლევან სილაგავამ.



ლევან სილაგავამ ის სქემა განმარტა, რასაც ასოციაცია მთავრობას ხორბლის იმპორტის განსახორციელებლად სთავაზობს, რათა წისქვილკომბინატებმა მუშაობა განაახლონ.


„ის, რომ იმპორტირებული ფქვილი 3-4 ლარით იაფად შემოდის, ბაზარს პურის გაძვირებისგან არ იცავს. შესაბამისად, ჩვენ მთავრობას რამდენჯერმე მივმართეთ. დღესაც მიდის მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ იმპორტზე თანხები გავათანაბროთ და იმპორტირებულ ფქვილს გარკვეული გადასახადი დავუწესოთ. მთავრობისგან გაიჟღერა, რომ ეს ფაქტობრივად, ფქვილს, პურს გააძვირებს და მოსახლეობისათვის რისკია. თუმცა ჩვენ ვთავაზობთ ფორმულას, რომ იმ შემთხვევაში, თუ გადასახადი დაწესდება და ადგილობრივი წისქვილკომბინატები ამუშავდება, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებს, რომ იმ რაოდენობის ფქვილს, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ პური არ გაძვირდეს, პურის მწარმოებლებს ფიქსირებულ ფასად მივაწვდით. აქ ლაპარაკია იმ სეგმენტის პურზე, რომელიც ყოველდღიური მოხმარებისაა - ე.წ. აგურის პური. ეს იქნება ის სეგმენტი, სადაც ამ პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში პური არ გაძვირდება. დანარჩენ სეგმენტში, როგორიცაა ქატო, უმაღლესი ფქვილი, მეორე ხარისხის ფქვილი, თავისუფალი ბაზრის პრინციპით იქნება - ეს არ არის ისეთი სენსიტიური თემა, როგორიცაა ვთქვათ, აგურის პური. ამის ეფექტი 4000-5000 სამუშაო ადგილის შენარჩუნება, წისქვილკომბინატებისგან ბიუჯეტში შენატანები, ქატოს სტაბილური მიწოდება, უმაღლესი ხარისხის ფქვილის მიწოდება და რაც მთავარია, სასურსათო უსაფრთხოება, ანუ ხორბლის მარაგები იქნება, რომელიც დღეს ყველა ქვეყნისთვის პირველი კატეგორიის საზრუნავია,“ - განაცხადა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართული პრესკონფერენციისას.


ipn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up