2022 წლის 19 ივნისს, საქართველოში, შატო მუხრანში, პირველად გაიმართება მერანოს ღვინის ფესტივალი - მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი, უნიკალური ფესტივალი არა მარტო ღვინის, არამედ გასტრონომიული პროდუქტების წარმოების სფეროშიც.
როგორც "კომერსანტს" ღვინის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც მერანოს ღვინის ფესტივალს იტალიის ფარგლებს გარეთ უმასპინძლებს.
ფესტივალზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ და შეიძინონ წარმოდგენილი ღვინო და გასტრონომიული პროდუქტები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კულინარული მასტერკლასები, სემინარები, იტალიური და ადგილობრივი ღვინოების დეგუსტაცია.
ფესტივალის ორგანიზატორები და მხარდამჭერები: ასოციაცია "ქართული ღვინო", ღვინის ეროვნული სააგენტო, მერანოს ღვინის ფესტივალი და ვაინჰანტერი. ღონისძიების პარტნიორია შატო მუხრანი.