დღეს, საქართველოში Google Pay გადახდის სერვისი ამოქმედდა - Mastercard

დღეს, საქართველოში Google Pay გადახდის სერვისი ამოქმედდა - Mastercard

access_time2022-11-15 07:10:44

დღეს, საქართველოში Google Pay გადახდის სერვისი ამოქმედდა. საქართველოს ნებისმიერი ბანკის Mastercard-ის ბარათების მფლობელს, აქვს შესაძლებლობა, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც უკონტაქტო გადახდის ტექონოლოგიები ხელმისაწვდომია, სმარტფონებისა და სხვა მოწყობილობების გამოყენებით, გადაიხადოს ერთი შეხებით - სწრაფად, უსაფრთხოდ და მარტივად.  

 

Google Pay არის გადახდის სწრაფი, უსაფრთხო და მარტივი გზა. ის აერთიანებს ყველაფერს, რაც ტრანზაქციისთვისაა საჭირო. თქვენ გადახდების ინფორმაციას კი, თქვენს Google ანგარიშზე ინახავს.  

 

Google Pay, მომხმარებლებს კიდევ უფრო უადვილებს გადახდის პროცესს. სმარტფონების მფლობელებს შეუძლიათ Mastercard-ის საკრედიტო და სადებეტო ბარათები დაამატონ Google Wallet-ის აპლიკაციაში. ამისათვის, ბარათის მფლობელმა უნდა ჩამოტვირთოს აპლიკაცია Google Play Store-დან სმარტფონზე, შევიდეს Google ანგარიშში და დაამატოს საგადახდო მეთოდი. დამატებით, ბარათის მფლობელი უნდა დარწმუნდეს, რომ მოწყობილობა NFC-თან თავსებადია. ტრანზაქციისთვის, მომხმარებელმა უნდა მიიტანოს მოწყობილობა გადახდის ტერმინალის უკონტაქტო მკითხველთან.

 

აღსანიშნავია, რომ Google Pay, გადახდასთან ერთად, არ აგზავნის თქვენი რეალური საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ინფორმაციას. ამის ნაცვლად, ის იყენებს ანგარიშის ვირტუალურ ნომერს, რათა თქვენი ბარათის დეტალები, მაქსიმალურად დაიცვას.

 

Google Wallet- საშუალებით, თქვენ არ გჭირდებათ ბარათის ყველა დეტალის დამახსოვრება ან ტელეფონზე გაუთავებელი ფორმების შევსება. ამის ნაცვლად, ერთი დაწკაპუნებით შეგიძლიათ გადახდა.

 

Google Pay-ში, Mastercard-ის ბარათით გადახდები ხორციელდება Mastercard Digital Service Enablement (MDES) ტოკენიზაციის პლატფორმის მეშვეობით. ამ გადაწყვეტით, ბარათის ნომერი იცვლება ტოკენით, რათა თქვენი ბარათის მონაცემები, კიდევ უფრო დაცული იყოს. ხოლო თუ ოდესმე, თქვენი ტელეფონი დაიკარგება, შეგიძლიათ გამოიყენოთ „იპოვე ჩემი მოწყობილობის“ ფუნქცია, რათა მყისიერად დაბლოკოთ თქვენი მოწყობილობა ნებისმიერი ადგილიდან, დაიცვათ იგი ახალი პაროლით ან გაათავისუფლოპთ თქვენი პირადი ინფორმაციისგან.

 

 

Google Pay-ის საქართველოში შემოსვლის აღსანიშნავად, Mastercard, ბარათის მფლობელების, პარტნიორ სავაჭრო ობიექტებთან უამრავ შეთავაზებასა და საჩუქარს სთავაზობს:


Wolt-ში 30%-იან ქეშბექს, ხოლო 8000 მოსავალში, 30%იან ფასდაკლებას მიიღებენ

მაკდონალდსში მინიმუმ 15 ლარიან შენაძენზე, მომხმარებლები საჩუქრად McCafe-ს ყავას მიიღებენ.


Carrefour-ში კი, სპეციალური პრიზების მოგების უნიკალური შანსი ელოდებათ. ეს პრიზებია: Samsung A536e, Galaxy A53 და Smart Watch 4.


 



უნაღდო ანგარიშსწორების მეთოდები, საქართველოს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. Mastercard კი, თავის პარტნიორებთან ერთად, გამუდმებით ცდილობს, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს უნაღდო ანგარიშსწორების ყველა შესაძლებლობა.

 

დავით ზღუდაძე, Mastercard-ის გენერალური მენეჯერი საქართველოსა და სომხეთში:

 

ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოში, გადახდის თანამედროვე ინსტრუმენტები, სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება. Mastercard გთავაზობთ უკონტაქტო გადახდის ისეთ სისტემებს, როგორიცაა Tap on Phone, Apple Pay და ახლა უკვე - Google Pay. მთელ მსოფლიოში, Mastercard-ის მიზანია, რომ ბარათის მფლობელებს, ჰქონდეთ შესაძლებლობა ყველგან, ნებისმიერ დროს და ყველაზე მოსახერხებელი გზით განახორციელონ ტრანზაქცია.

 

დღეიდან, ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ დაამატონ Mastercard-ის საკრედიტო და სადებეტო ბარათები Google Pay-ში და დაიწყონ მათი გამოყენება მაღაზიებსა თუ ონლაინ კომერციაში. Google Pay-ში, სმარტფონისა თუ სხვა საშუალებით, Mastercard-ის ბარათით გადახდა, ისეთივე უსაფრთხოა, როგორც Mastercard-ის ნებისმიერი სხვა ტრანზაქცია“.

 

ჯენი ჩენგი, ვიცე პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი, Google Wallet:

 

„Google Pay, მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაში, ანდროიდის ან  Wear OS-ის მომხმარებლებს, საშუალებას აძლევს გადაიხადონ სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ. ამისათვის საჭიროა, რომ მომხმარებელმა უბრალოდ დაამატოს სადებეტო და საკრედიტო ბარათებ Google Wallet აპლიკაციაში. ამის შემდეგ, მას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ნებისმიერი ტრანზაქციის დროს, მისი ფინანსური ინფორმაცია, მაქსიმალურად დაცული იქნება“.  



 

 


Mastercard-ის შესახებ:

 

Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 -ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.

 

(R)



თეგები:
Mastercard



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up