პანდემიამდელი მიმართულებები ფაქტობრივად სრულად გვაქვს აღდგენილი - საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი

პანდემიამდელი მიმართულებები ფაქტობრივად სრულად გვაქვს აღდგენილი - საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი

access_time2022-12-20 12:00:00

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის თამარ არჩუაძის შეფასებით, 2022 წელი  სექტორისთვის საკმაოდ  მძიმედ დაიწყო, რადგან თებერვლის თვეში,  რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო საჭირო გახდა ყველა არსებული პროგნოზის გადახედვა. თუმცა როგორც წლის მიწურულს თამარ არჩუაძე „კომერსანტთან“ ამბობს, 2022 წელს მაინც წარმატებულად შეაფასებდა.



„ვინაიდან უკრაინის ბაზრის წილი საქართველოს ავიაბაზარზე იყო 15%-ი, სასწრაფოდ გადავერთეთ ამ დანაკლისის კომპენსაციის გზების ძიებაზე. შესაბამისად მოგვიწია უფრო მეტად და აქტიურად მუშაობა არსებულ ავიაკომპანიებთან და იმ მოლაპარაკებების დაფუშინგება, რომელიც მიმდინარეობდა 2021 წელს და 2022 წლის ზაფხულის სეზონზე.

 


მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, წელს მაინც წარმატებულად შევაჯამებდი იმიტომ, რომ 2021 წელთან შედარებით მგზავრთნაკადი გაზრდილია და 2022 წელს ვასრულებთ 80-85%-იანი აღდგენით. კონკრეტული აეროპორტები, როგორიცაა ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტები პრაქტიკულად 100%-იანი აღდგენით ამთავრებს,“  ამბობს თამარ არჩუაძე.


საქართველოს აეროპორტების ხელმძღვანელს პოზიტიური მოლოდინები  აქვს 2023 წლისთვისაც.




„ასევე საკმაოდ პოზიტიურად ვუყურებთ 2023 წელს. ავიაკომპანია Wizz Air-მა 2023 წლისთვის 5 ახალი მიმართულების დაწყება დააანონსა. იმავდროულად საქართველოში მოხდება უფრო დიდი ხომალდის ბაზირება. პირველად საქართველოში Airbus A320neo იქნება ბაზირებული და ეს მნიშვნელოვანი ფაქტია.

 

რაც შეეხება მგზავრთნაკადის აღდგენას სამივე აეროპორტში 2023 წლისთვის ესეც პოზიტიურ ჭრილში შეგვიძლია შევაფასოთ. ახალი მიმართულებების თუ არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების ზრდაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, არამხოლოდ ქუთაისის აეროპორტზე, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტზეც. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმონაწილეობთ სხვადასხვა ფორუმებში, სადაც 500 აეროპორტი და 1000 ავიაკომპანია იკრიბება. სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში საშუალება გვაქვს მოლაპარაკებები ვაწარმოოთ მათთან, ჩვენი პოტენციალის წარმოჩინება მოვახდინოთ და გავაცნოთ ჩვენი ახალი საფასო პოლიტიკა, რომელიც 2021 წლიდან მოქმედებს“, - აცხადებს არჩუაძე.



მისი თქმით, პანდემიის შემდეგ ავიაციამ აღდგენა სწრაფად დაიწყო და გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, სხვა პრობლემებმა იჩინა თავი, რაც გარკვეულწილად საქართველოსაც შეეხო, რადგანაც ევროპაში რეისების გაუქმება თუ გადადება შესაბამისად იმ რეისებზეც აისხა, რომლებიც საქართველოს ევროპასთან აკავშირებდა.



„შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წუთებში ბილეთს ვეღარ იშოვი. ძალიან კარგი აღდგენის დინამიკაა. ძალიან კარგად მიმდინარეობს თავად მიმართულებების აღდგენა. დღეს  შეგვიძლია იმის თქმა, რომ პანდემიამდელი მიმართულებები ფაქტობრივად სრულად გვაქვს აღდგენილი. ავიაკომპანიები გვემატება, მგზავრთნაკადის, თვითმფრინავების დატვირთულობის კოეფიციენტი გაზრდილია. ზოგი ავიაკომპანია თითქმის 100%-იანი დატვირთულობით დაფრინავს ჩვენს ბაზარზე.

 

მოგეხსენებათ, რომ წლის განმავლობაში მსოფლიოში იყო ძალიან ბევრი შეფერხება იმის გამო, რომ აეროპორტებს ან ნავიგაციას არ ჰყავდა შესაბამისი პერსონალი. საქართველოში ამ მხრივ რეალობა სხვაა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, TAV Georgia-მ და ისევე როგორც საქაერონავიგაციამ მოახერხეს და შეინარჩუნეს აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი და ამგვარი პრობლემები ჩვენს წინაშე არ დამდგარა, თუმცა იმის გამო, რომ კონკრეტულ სხვა ქვეყანაში იყო პრობლემა, შესაბამისად ეს რეისები ჩვენთანაც იგვიანებდა“,- აცხადებს თამარ არჩუაძე.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up