„დღეს სტაბილური მდგომარეობაა, ფქვილზე ფასი იკლებს, ასევე სტაბილურობაა პურის ფასთან მიმართებაშიც“ - ლევან სილაგავა

„დღეს სტაბილური მდგომარეობაა, ფქვილზე ფასი იკლებს, ასევე სტაბილურობაა პურის ფასთან მიმართებაშიც“ - ლევან სილაგავა

access_time2022-10-05 14:00:25

ბოლო ერთ თვეში საქართველოში ხორბლის იმპორტი გაზრდილია.   საქსტატის მონაცემებით 2022 წლის აგვისტოში საქართველოში 11,633.25  დოლარის  ღირებულების  29 775  ტონა ხორბალი შემოვიდა. გასულ თვეში კი 2,243.35 დოლარის ღირებულების 5469 ტონა  ხორბალი შემოვიდა. რუსეთში ფერმერთა ასოციაციის წევრები შეიკრიბნენ და პრეზიდენტს ბაჟის გადასახადის დაწევა  მოსთხოვეს, რამაც  შესაძლოა ტენდენცია შეცვალოს. ფასები  ასევე მცირდება ფქვილზე. რას უნდა ველოდეთ საქართველოში ტენდენციის გაგრძელების კუთხით, ამ და სხვა თემებზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა  ლევან  სილაგავამ  ისაუბრა.


„საქართველოში ფერმერთა ასოციაციის შეკრებაზე, გლობალურ თემებზე გვქონდა საუბარი, სადაც წამყვანი თემატიკა სოფლის მეურნეობის პროდუქცია იყო. თავისთავად ცხადია, განვიხილეთ ისიც, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში  სოფლის მეურნეობა და მათ შორის ჩვენი დარგი, ყველაზე კარგი რეცეპტი სასურსათო უსაფრთხოების და  არის ის, რომ გაიზარდოს ხორბლის წარმოება, დღეს საქართველო მთლიანი მოხმარების  12%  აწარმოებს, პროგრამით გათვალისწინებულია რომ 3-4 წლის განმავლობაში ეს  მაჩვენებელი 40% ზე ავა. ბოლო ერთმა წელმა დაგვანახა  ის, რომ გვჭირდება ანალიტიკური კვლევა რომელიც სწორ მიმართულებებს მოგვცემს. მსოფლიოში ხორბალი სერიოზულად გაძვირდა, რაც რუსეთ-უკრაინის  ომის დაწყებას დაემთხვა, ამ ყველაფერმა კი საქართველოში წისქვილკომბინატების გაჩერება გამოიწვია,  რადგან მცურავი  ბაჟი  საკმაოდ  გაიზარდა,  მცურავი ბაჟის  საფასურის პიკი  ერთ  ტონა ხორბალზე 140 დოლარი იყო, დღეს  მისი  ფასი 30 დოლარს შეადგენს . სანამ ბაჟზე ფასის მატება  დაიწყებოდა ჩვენ მთავრობაში  შევიტანეთ  წინადადება, გვინდოდა გარკვეულწილად სარკისებური გადასახადი შემოგვეღო ფქვილზე და ამ  შემთხვევაში ჩვენ იმ ვალდებულებასაც ვიღებდით, რომ წისქვილკომბინატები პურის ქარხნებს მიაწვდიდნენ  ფქვილს იმ ფასად რომ მოსახლეობაში  პური არ გაძვირებულიყო, პლუს ამის დივიდენდები იყო ქატოს გამოშვება, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და  ბიუჯეტში  გადასახადი. ეს  ვერ განხორციელდა, რადგან  მთავრობად დაინახა რისკები.  ჩვენ პატარა კვლევა გავაკეთეთ, რომელსაც გამოვაქვეყნებთ და იქ აღნიშნულია , რომ ჩვენ შეგვეძლო ამ წელის უფრო კარგად გადატანა , შეიძლებოდაა რომ წისქვილკომბინატებსაც ემუშავათ და პურის  ფასთან  მიმართებაშიც სტაბილურობა  იქნებოდა და  დღეს  წისქვილკომბინატებს  აღდგენის მუშაობაზე  ლაპარაკი  არ  დაგჭირდებოდა, არამედ გააგრძელებდნენ მუშაობას  და  შედეგი  იქნებოდა  ის,  რომ  სურსათი და გარდამავალი მარაგები იქნებოდა  სტაბილური.“ -  აღნიშნა ლევან სილაგავამ.


სილაგავას  თქმით დღეს საქართველოში წისქვილკომბინატების 50-60% აღდგენილია და ხორბლის შემოტანა ხდება, თუმცა რისკები არსად წასულა , მისვე  თქმით მსოფლიოში რთული მდგომარეობაა და უკრაინის  დერეფანს, რომელიც პირველ ეტაპზე 120 დღით  არის  გახსნილი ვადა ნოემბერსვე გადის და გაგრძელდება თუ არა ამ  დერეფნის  მუშაობა  იმაზეა დამოკიდებული ექნება თუ  არა რომელიმე მხარეს  პრეტენზია.

 

„რუსული მხარის განცხადებები მათ შორის პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე არის იმის  შესახებ, რომ უკრაინული დერეფანი თავის მოვალეობას ვერ ასრულებს. იქ იყო დათქმა, რომ რუსული  ხორბლის და სასუქის  გატანას  შეზღუდვები  არ უნდა შეხებოდა,  აქ  პირდაპირი  შეზღუდვები  არ  არის ,  ისინი  ფარულ  შეზღუდვებზე საუბრობენ,  რაც არის ფინანსური გადარიცხვების და  ტრანსპორტის  შესვლები პორტებში, შესაბამისად, ამით რუსული მხარე უკმაყოფილოა  და შესაძლოა  უკრაინულ დერეფანს გადახედვა  მოუწიოს . პლუს  ამას  რუსეთში მოსავლის დაბინავება მიდის,  წელს რუსეთს საკმაოდ დიდი მოსავალია და ამის შემდეგ ფასები დაკორექტირდება და ის  სტაბილურობა რომელიც დღეს არის  შეიძლება  გარკვეული გამოწვევის  ქვეშ დადგეს და ამისთვის უნდა მოვემზადოთ,

 

ახლა სტაბილური მდგომარეობაა,  ფასები ფქვილზე იკლებს, ასევე  სტაბილურობაა  პურის  ფასთანაც, თუმცა ჩვენ ყოველთვის უნდა ვიფიქროთ უკეთესობაზე, მაგრამ უარესზეც  უნდა ვიფიქროთ.  დღეს საქართველოში  წისქვილკომბინატები დამოკიდებულია მსოფლიო  ბაზრის კონიუნქტურაზე , თუ  ბაჟის ფასი  იზრდება წისქვილკომბინატები იხურებიან თუ მცირდება იხსნებიან, სწორედ  ამის  გამო საჭიროა მექანიზმის  შემუშავება რომელიც  წისქვილკომბინატებს  ამ პირობებში არ ამყიფებს“, - აღნიშნა ლევან სილაგავამ.



სილაგავას თქმით წისქვილები ბიუჯეტში რამე თანხის გამოყოფას და სუბსიდირებას არ  ითხოვენ და სექტორი ამის  წინააღმდეგია, მისივე თქმით წისქვილკომბინატების სურვილია ფქვილთან მიმართებაში  ჯანსაღი  კონკურენცია.


რაც  შეეხება ფქვილის  და  პურის ფასს  სილაგავა  ამბობს რომ  ერთი  ტომარა  ფქვილის ფასი  82-85 ლარი იყო,  დღეს  მის ფასი 70 ლარს ჩამოსცდა , რაც შეეხება პურის მწარმოებლებს, ზოგიერთმა  მათგანმა პურის ფასი 10 თეთრით შეამცირეს, თუმცა ეს  შედეგი მოსახლეობამ რითეილ სექტორში უნდა ნახოს.

 

რაც  შეეხება  იმას  თუ  რას  უნდა ველოდეთ მომავალში,  სილაგავა  ამბობს, რომ 2-3 თვე  სტაბილურობა იქნება,   თუმცა პოლიტიკური  ფაქტორიდან გამომდინარე  პროგნოზის  გაკეთება  მაინც  რთულია.

 

„უკრაინამ ომიდან გამომდინარე ხორბლის  50% დათესა, გარდა ამისა  შეზღუდული იყო სასუქების გატანაც. რაც მომავალი წლის მოსავალს დააკლდება და შესაბაისად ამისთის კიდევ  ერთხელ უნდა ვიყოთ მზად.  ამას  სისტემური გადაყწვტილება  სჭირდება, რომ უსაფრთხოდ  ვიგრძნოთ  თავი “ - აღნინა ლევან სილაგავამ .

 

 

თაკო კვაჭანტირაძე

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up