წისქვილკომბინატები ფქვილის იმპორტზე სარკისებური  გადასახადის შემოღებას ისევ ითხოვენ

წისქვილკომბინატები ფქვილის იმპორტზე სარკისებური გადასახადის შემოღებას ისევ ითხოვენ

access_time2022-10-13 12:00:22

კიევში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტზე შეშფოთება გამოიწვია, რის გამოც ხორბლის ფიუჩერსები 7% - მდე გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასმა ბუშელზე 9,448 დოლარს მიაღწია, რაც  ივნისის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია.

 

როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას “ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა  ლევან  სილაგავამ აღნიშნა, მსოფლიო ბაზრებზე სიტუაცია ძალიან დაძაბული და გაურკვეველია. ასევე საუბარია იმაზეც, თუ როგორ გაგრძელდება „მარცვლეულის დერეფნის“ მუშაობა, რომელსაც ვადა ნოემბერში გასდის.

 

„შესაბამისად აქ არის მექანიზმი, რომ უნდა გაგრძელდეს „მარცვლეულის დერეფნის“ მუშაობა და ამას უნდა დაეთანხმოს  ოთხი მხარე: რუსეთი,  უკრაინა,  გაერო  და თურქეთი. შესაბამისად, ბოლო სიტუაციას თუ  შევხედავთ ძალიან გაურკვეველი ვითარებაა. გაგრძელდება თუ არა უკრაინის ხორბლის დერეფნის მუშაობა გაურკვეველია. შესაბამისად ეს ყველაფერი მსოფლიო ბაზრებზე ძაბავს სიტუაციას. დღეს ასტანაში ერდოღანი და პუტინი ხვდება ერთმანეთს, სადაც პოლიტიკურ თემასთან ერთად  განხილული იქნება ხორბლის თემა, პირველი საკითხი დერეფნის მუშაობის გაგრძელება იქნება, ასევე  მეორე საკითხი არის ის, რომ რუსული  ხორბალი მსოფლიო  ბაზრებზე ვერ გადის ან შეფერხებებით  გადის.  ასევე პრობლემურია ევროკავშირში რუსული გემების შესვლაც. შესაბამისად ამ კონტექსტს თუ  გავითვალისწინებთ და პლუს კიევთან დაკავშირებულ ამებებსაც შევხედავთ, შეიძლება მსოფლიო ბაზრებზე ფასების მატება ვიხილოთ“,- აღნიშნა ლევან სილაგავამ.

 


სილაგავას  განმარტებით, დღეს საქართველოში წისქვილკომბინატები მუშაობენ, თუმცა როგორც  ჩვენთან ასევე  მსოფლიოში ხვალინდელი დღის გარანტია არ არსებობს. შესაბამისად  გადაწყვეტილებას შემოიტანონ თუ არა ხორბალი ვერ იღებენ, შესაბამისად თუ მცურავი ბაჟი გაიზარდა ფქვილი ისევ დომინანტი იქნება.

 

„ამიტომ ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ  ჩვენ მიერ  შეთავაზებული ნაბიჯები უნდა გადადგას, რაც  გულისხმობდა მცურავი  ბაჟის საპირწონედ საქართველოში შემოსულ  ფქვილზე გადასახადის  შემოღებას. იმიტომ რომ მაშინ როდესაც ერთ წლის წინაც მცურავი ბაჟი  შემოვიდა, საქართველოს მთავრობას ძალიან მოკლე დრო ჰქონდა გადაწყვეტილების მისაღებად და არჩია, რომ  წისქვილების გაჩერება და ფქვილის იმპორტი ჯობდა, იმისთვის რომ ფქვილის ფასი შენარჩუნებულიყო. მაგრამ  ჩვენ  შევხედეთ წლის  ჭრილში, რომ ჯობდა რომ უფრო ეფექტური იქნებოდა წისქვილების მუშაობა და პურის ფასიც  და სასურსათო უსაფრთხოებაც უფრო უფრო  დაცული იქნებოდა.  ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პრემიერს, რომ ახლა მაინც მიიღოს  გადაწყვეტილება.  დღეს სტაბილური სიტუაციაა, დაძაბულობა ბაზარზე არ  გადმოსულა და ახლა მაინც  ფქვილის იმპორტზე შემოღებულ იქნას სარკისებური  გადასახადი. ამით  წისქვილკომბინატები  პურის ფასის დაჭერას უზრუნველყოფენ ამის გარანტიას ვიღებთ და ბიუჯეტიდანაც ერთი თეთრი არ გვჭირდება. ჩვენ გვექნება გარანტია, რომ ვიმუშავებთ, რომ ხორბალსაც მეტი რაოდენობით შემოვიტანთ და სტაბილურობას უზრუნველვყოფთ“, - აღნიშნა ლევან სილაგავამ.

დღეს ხორბლის შესასყიდი ფასი არის 320 დოლარი. 

 

 

 თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up