აშშ-ის პრეზიდენტის უკრაინაში ყოფნა ოფიციალურად დადასტურდა. ფაქტის ამსახველი ფოტოები უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც გაავრცელა, ასევე გავრცელდა ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის კიევის ქუჩებში გადაადგილების ამსახველი ვიდეოკადრებიც.
ვიზიტის შესახებ ტვიტერზე დაწერა ჯო ბაიდენმაც.
"დღეს ვარ კიევში, რათა შევხვდე პრეზიდენტ ზელენსკის და დავადასტურო ჩვენი ურყევი ერთგულება უკრაინის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
თავის Twitter-ში აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინი ღრმად ცდებოდა, როცა ფიქრობდა, რომ უკრაინა სუსტია და დასავლეთი გაყოფილი.