დღესასწაულზე ჩვენი წინაპრები სანადიროდ არ დადიოდნენ, მაგრამ ჩვენ ვიბრძვით, რომ მტაცებლის ნადავლი არ გავხდეთ - ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს შობა მიულოცა

დღესასწაულზე ჩვენი წინაპრები სანადიროდ არ დადიოდნენ, მაგრამ ჩვენ ვიბრძვით, რომ მტაცებლის ნადავლი არ გავხდეთ - ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს შობა მიულოცა

access_time2023-01-07 00:00:22

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საშობაოდ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში უკრაინელებს გამარჯვება კიდევ ერთხელ უსურვა და განაცხადა, რომ უკრაინული ოჯახი ერთიანია როგორც არასდროს,

 

 

„გულწრფელად ვულოცავ მილიონობით უკრაინულ ოჯახს, რომელიც დღეს წმინდა საღამოს გასატარებლად და ქრისტესშობის მაუწყებელი პირველი ვარსკვლავის შესახვედრად ერთად იკრიბება.

 

 

ეს არის ჰარმონიისა და ოჯახის ერთიანობის დღესასწაული. ჩვენ ერთად - დიდი უკრაინული ოჯახი ვართ. სადაც არ უნდა ვიყოთ ახლა - სახლში, სამსახურში, სანგარში, გზაში, უკრაინაში თუ საზღვარგარეთ - ჩვენი ოჯახი ერთიანია, ისე როგორც არასდროს. თავის გამბედაობით, გაუტეხელობით, ურთიერთპატივისცემით და ურთიერთდახმარებით.

 

 

ერთიანი გამარჯვების რწმენაში.

 

 

ჩვენ ამას თანმიმდევრულად ვუახლოვდებით. ყოველ დღე. ერთნაირად ვდგავართ ერთმანეთის მხარდამხარ. ყოველდღე ვიცავთ ჩვენს მიწას, ჩვენს კულტურას, ტრადიციებს, რწმენას. როგორც ამას ჩვენი წინაპარი კაზაკები აკეთებდნენ - რწმენისა და ქრისტეს ეკლესიის მცველები. ისევე როგორც ამას აკეთებდნენ მათი შთამომავლები და ჩვენი ჯარისა და ხალხის ტრადიციების გამგრძელებლები.

 

 

ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ შობის ღამეს გარდაცვლილი ნათესავების სულები ზეციდან მიწაზე ახლობელი ადამიანების სანახავად ჩამოდიან.  დღეს ჩვენი წინაპრების სულები გვეხმარებიან ყოველდღიურად ჩვენს მიწაზე მომხდურის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 


 

ჩვენ განსაკუთრებულ დროში ვცხოვრობთ. ჩვენი ყველა დღესასწაული განსაკუთრებულია.  ჩვენ უნდა დავარღვიოთ ჩვენი ზოგიერთი ტრადიცია, რათა დავიცვათ ჩვენი ტრადიციები.

 

 

დღესასწაულზე მუქი და ძველი სამოსი არ შეიძლება, რომ სახლში უბედურება არ შევიდეს. მაგრამ 2022 წლის 24 თებერვალს ჩვენ სახლში უბედურება მოვიდა, ამიტომ მას შემდეგ თეთრ სამოსში აღარ ვართ და შავ ძალებს ვებრძვით.

 

 

სტუმრებს განსაკუთრებული სიფრთხილითა და პატივისცემით უნდა მოეპყროთ. სტუმრებს - კი, მაგრამ არა ოკუპანტებს. წმინდა დღეს არ შეიძლება სახლის დალაგება და ნაგვის გატანა, მაგრამ ჩვენ ეშმაკებს ვებრძვით და ჩვენი სახლიდან 300 დღეზე მეტია ნაგავი ყოველდღიურად გაგვაქვს.

 

 

აკრძალულია კერვა და ქსოვა, მაგრამ ჩვენ ვქსოვთ შენიღბვის ბადეებს და ვკერავთ ჯავშანს, ბოროტების დასაძლევად. ამ დღეებში ჩვენი წინაპრები სანადიროდ არ დადიოდნენ, მაგრამ ჩვენ ვიბრძვით, რომ მტაცებელი დავამარცხოთ და მისი ნადავლი არ გავხდეთ.

 

 

ამას ხედავს ღმერთი, ამას ხედავს სამყარო. უკრაინული "შჩედრიკი" საშობაო სულს ანიჭებს მთელ პლანეტას. იმედის სული, სიკეთის სული და საოცრება. წელს მსოფლიოს ამ სულისკვეთებას მხოლოდ ჩვენი მუსიკა არ აძლევს, არამედ უკრაინული სიმამაცე, დაუმარცხებლობა, დაუმორჩილებლობა, უძლეველობა. ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ შობის ღამეს ცა იხსნება და თუ ამ დროს ზეციურ ძალებს შესთხოვთ, თქვენი ოცნება აუცილებლად ახდება.

 

 

დღეს ჩვენ ყველას ერთი ოცნება გვაქვს. დაე ყველა ოჯახში იყოს ჰარმონია, ყველა სახლში კეთილდღეობა, უკრაინულ მიწაზე - გამარჯვება და ამასთან ერთად ათასწლოვანი მშვიდობა და აყვავება.

 

 

ყველას გისურვებთ ბედნიერ შობას და გემრიელ კუტიას.

 

 

გაუფრთხილდით საკუთარ თავს, თქვენს ოჯახებს, გაუფრთხილდით ჩვენს უკრაინას!

 

ქრისტე დაიბადა! მოდით ვადიდოთ იგი!“- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up