2021 წლის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 772,7 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია მხოლოდ 305,5 მლნ. ლარი იყო. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 17% სარგებლობს. ეს მონაცემი წლიდან წლამდე ფაქტობრივად არ იცვლება.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
არდის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ გამოსავალი საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმაშია.
„გამოსავალი საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმაშია, რაც ისედაც დიდი ხნის წინ უნდა დაწყებულიყო. სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა ახალისებდეს ბიზნესსა თუ მოქალაქეს, რათა კერძო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა გაიზარდოს და შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტზე წნეხი შემცირდეს, თუმცა ჯერ-ჯერობით ეს ვერ მოხერხდა. დღევანდელი ჯანდაცვის სისტემა (განსაკუთებით საყოველთაო ჯანდაცვა) ძალიან არაეფექტურია. ამ ეფექტურობის გაზრდა შესაძლებელია და აქ მეტი აქტიურობაა საჭირო. უამრავი კონკრეტული რეკომენდაციები აქვს წარდგენილი სადაზღვევო ინდუსტრიას, თუმცა ამ დრომდე წინ ვერ წავიწიეთ“, — აღნიშნავს მიხეილ ჯაფარიძე.
სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” გენერალური დირექტორი ნინო კობახიძე კი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ საცალო გაყიდვების კუთხით ინტერესი ძალიან დაბალია გამომდინარე იქიდან, რომ სამედიცინო დაზღვევა არ არის პოპულარული, რადგან სახელმწიფო დაზღვევა ფარავს კერძო სადაზღვევო კომპანიების პროდუქტს და თუ ადამიანი კერძო სადაზღვევო კომპანიაშია, ვარდება სახელმწიფო დაზღვევიდან, რაც ბარიერს ქმნის.
2021 წლის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით ლიდრობდა „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 84.7 მილიონი ლარით და ბაზრის 28% ეჭირა, შემდეგ მოდის სადაზღვევო კომპანია „იმედი L” - 62.1 მილიონი ლარით, მესამე ადგილს კი სადაზღვევო კომპანია „არდი“ იკავებს 47.2 მილიონი ლარით.