დღევანდელი მაღალი ფასები, ინფლაციის მაღალი დონე, არის პირდაპირ კავშირში ეროვნული ბანკის შეცდომებთან

დღევანდელი მაღალი ფასები, ინფლაციის მაღალი დონე, არის პირდაპირ კავშირში ეროვნული ბანკის შეცდომებთან

access_time2020-06-08 12:30:35

„ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა არის ეროვნული ბანკის თითქოსდა მთავარი ამოცანა, მაგრამ ეს ამოცანა ამ ორგზანიზაციას საერთოდ არ უნდა ჰქონდეს“, - ამის შესახებ „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი, პაატა შეშელიძე აცხადებს.


მისი თქმით, ისეთი ამოცანის დასმა, რომლის მიხედვითაც ეროვნულმა ბანკმა უნდა აკონტროლოს ფასები, აბსურდულია.


„პირველი ის არის, რომ თვითონ ფუნქციის თვალსაზრისით, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა არის ეროვნული ბანკის თითქოსდა მთავარი ამოცანა, მაგრამ ეს ამოცანა ამ ორგზანიზაციას საერთოდ არ უნდა ჰქონდეს. მას ამ საქმესთან არანაირი შეხება არ აქვს, რადგან პროცენტი ყალიბდება ბაზარზე უამრავი ადამიანის გარიგებით, რომელზეც უამრავი ფაქტორი მოქმედებს და რომელიც არ არის დამოკიდებული ეროვნულ ბანკზე. ერთადერთი გზა, რაც მას შეუძლია გამოიყენოს, არის ფულის მასის ზრდა ან შემცირება ან აუკრძალოს ადამიანს სესხის აღება ამა თუ იმ შემთხვევაში. ნებისმიერ შემთხვევაში ფულის მიწოდების დაშვება ან შეზღუდვაა მისი ფუნქცია, რაც, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება ფასებზე იმოქმედოს, მაგრამ არა ერთადერთი.


ამიტომ, ასეთი ამოცანის დასმა, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა აკონტროლოს ფასები, ჩემი აზრით, სრულიად აბსურდია. პრაქტიკულად, რასაც ეროვნული ბანკი აკეთებს არის ფასების ზრდის ხელშეწყობა. მათი აზრით, რომელიც მუდმივადაა გაჟღერებული, არის მაღალი ფასების შენარჩუნება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს წარმოებას, რაც სრული აბსურდია. მაღალი ფასები არ გულისხმობს წარმოების ხელშეწყობას. გააჩნია რის გამოა ეს ფასები. კონკრეტულად შემთხვევაში ეს ფასები ხდება ფულის მასის გაზრდის ხარჯზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ფასები იზრდება, მაგრამ ამ დროს დანაზოგები მცირდება და ვალდებულებები იზრდება, რაც ასევე დიდი შეცდომაა.


საბოლოო ჯამში, ჩემი ღრმა რწმენით, დღევანდელი ვითარება - მაღალი ფასები, ინფლაციის მაღალი დონე, არის პირდაპირ კავშირში ეროვნული ბანკის შეცდომებთან, მის ხედვასთან და დამოკიდებულებასთან თუ როგორ უნდა მართოს პოლიტიკა“,
- აცხადებს პაატა შეშელიძე.



შეშელიძე მიიჩნევს, რომ სიტუაციიდან გამოსავალი საკმაოდ მარტივია და ის ამაში ეროვნული ბანკის საერთოდ გაუქმებას გულისხმობს.


„გამოსავალი საკმაოდ მარტივია - ეროვნული ბანკი საერთოდ გასაუქმებელი ორგანიზაციაა. ის ადამიანები, ვინც იქ საქმიანობენ, შეიძლება არიან კომპოტენტურები, მაგრამ თუ არიან კომპეტენტურები სხვაგან იმუშაონ და არა აქ. მათ შეუძლიათ ეს ბანკი კომერციულად ბანკად აქციონ და გამოავლინონ იქ თავიანთი ნიჭი და უნარი და არა იმაში, რომ ჩვენს ჯიბეში ჩაძვრნენ და გაგვიუფასურონ დანაზოგები. ეს არის ყოვლად მიუღებელი და ამორალური პრაქტიკა, რასაც ეს ორგანიზაცია მიმართავს.


ჩემი აზრით, სრულიად საკმარისი იქნებოდა ჩვენ მივცეთ არჩევანის საშუალება მომხმარებელს, რომ მან აირჩიოს თუ რა უნდა იყოს. არის, რა თქმა უნდა, კომპრომისული ვარიანტებიც, რომელიც შეიძლება იყოს ქართული ოქროს გამოყენება, რომელიც შეიძლება ადვილად ჩანაცვლდეს. არსებული ფული ადვილად შეიძლება იყოს გამოყენებული და შესაბამისად, პრაქტიკულ ცხოვრებაში ჩვენ არაფერი შეგვეცლება. ეროვნული ბანკი აღარ იქნება და ის ვერ გაზრდის ფულის მასას, ვერ დააფინანსებს მთავრობას და მის კარტელში შემავალ ბანკებს. ამის შემდგომ, მესამე დონის გადაწყვეტილება იქნებოდა არსებული ლარის მიბმა მესამე ვალუტაზე, რომელიც მყარი კურსით იქნებოდა მიბმული და აღარ იქნებოდა საჭირო თანამედროვე ფორმის ეროვნული ბანკი თავისი უზარმაზარი ფუნქციებით. ამას დასჭირდებოდა მონეტარული საბჭო, რომელიც ამ ფულის გაცვლას უზრუნველყოფს. საბანკო ჯიხურივით იქნებოდა და მეტი არაფერი. დანარჩენი ფუნქციები არ ექნებოდა. შესაბამისად, ბიუროკრატიაც არ იქნებოდა.


კიდევ არის ერთი, რომელიც პრაქტიკაში შესაძლოა განხილული იქნას, თუმცა არაა იდეალური - ჩანაცვლდეს ქართული ლარი რომელიმე უცხოური ვალუტით. მაგალითად, ევრო ან დოლარი. ასეთ შემთხვევაში ისევ არ გვექნება ეროვნული ბანკი, სტრუქტურა რომელიც ჩემი აზრით საქმეს აფუჭებს, მაგრამ სამაგიეროდ იქნება ევროპის ცენტრალური ბანკი ან ამერიკის ცენტრალური ბანკი, რომელიც ასევე აფუჭებს საქმეს, მაგრამ ჩვენ შედარებით მცირე ტალღას გავყვებით“, - აღნიშნა შეშელიძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up