დღგ-ის დეკლარირებით ავტომატურად დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ნაშთი ასახულად დარჩება მხოლოდ გადამხდელის პირად ბარათზე

დღგ-ის დეკლარირებით ავტომატურად დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ნაშთი ასახულად დარჩება მხოლოდ გადამხდელის პირად ბარათზე

access_time2022-12-21 15:50:12

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 თებერვლის №42 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც მიმდინარე წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დღგ-ის დეკლარირებით ავტომატურად დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ნაშთი (რომელიც შედგება დღგ-ის ზედმეტობის სრულად ავტომატურად დაბრუნების ამოქმედებამდე წარმოშობილი ზედმეტობისაგან), ასახულად დარჩება მხოლოდ გადამხდელის პირად ბარათზე.


გადასახადის გადამხდელების მეტი ინფორმირების მიზნით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მეწარმე სუბიექტების იმ მცირე რაოდენობას, რომელთაც დღეის მდგომარეობით, ჯერ კიდევ არ მოუხდენიათ დაბრუნების პროცესის სრულ ავტომატიზაციამდე (2020 წლის ნოემბრამდე), დაგროვებული ზედმეტობის თანხების დაბრუნება, დამატებით ეძლევათ შესაძლებლობა, წლის ბოლომდე, საკუთარი ავტორიზებული ვებგვერდის გამოყენებით, გამარტივებულად დაიბრუნონ 2020 წლის ნოემბრამდე აკუმულირებული დღგ-ის თანხები.




ამასთან, დამატებით განვმარტავთ, რომ აღნიშნული ზედმეტობის გადატანა გადამხდელის პირად ბარათზე არ ნიშნავს, ზედმეტობის თანხის ჩამოწერას, ის რჩება აღნიშნულ ბარათზე და მისი გამოყენება გადასახადის გადამხდელს შეეძლება, როგორც მომავალი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ნაწილში, ასევე უცვლელად ნარჩუნდება გადასახადის გადამხდელის უფლება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, განახორციელოს 2020 წლის ნოემბრამდე წარმოშობილი დღგ-ის ზედმეტად გადახდილი, არა ხანდაზმული თანხის სრულად დაბრუნების მოთხოვნა.



აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შესახებ, ინფორმაცია უკვე მიწოდებულია გადასახადის გადამხდელებისთვის კომუნიკაციის სხვადასხვა არხის გამოყენებით.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up