დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:
1. ინფიცირებულები ყველაზე მეტად დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის გამო იღუპებიან – ვატო სურგულაძე
პანდემიის მეორე წელს საქართველოს ჯანდაცვის სექტორს ეპიდვითარებასთან გამკლავება უჭირს. საშიში ინფექციით საქართველოს 6000-ზე მეტი მოქალაქე გარდაიცვალა და ასევე დიდია მძიმე პაციენტების რაოდენობა.
2. ივენთები, რომლებიც პანდემიის გამო გაუქმდა
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გასართობი ღონისძიებები, მათ შორის ღამის კლუბებში, როგორც ღია ისე დახურულ სივრცეებში, ივენთების მოწყობა იკრძალება და ფუნქციონირებაც, შესაბამისად, ეკრძალებათ.
3. ივლისში ვიზიტორთა რაოდენობა პანდემიამდელი 2019 წლის მაჩვენებლის 26,2%–ს შეადგენს
ივლისში საქართველოში 231 000 ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია, თუმცა პანდემიამდელი 2019 წლის მაჩვენებელს 73,8%–ით ჩამორჩება.
4. „კომერსანტის“ ექსკლუზივი: აზერბაიჯანელი ინვესტორები მთაწმინდაზე $30–მილიონიან სასტუმრო კომპლექსს ააშენებენ
თბილისის ისტორიული უბანში, მთაწმინდაზე მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. 6 000 კვ.მ-ზე „ჰილტონის“ ბრენდის სასტუმროსა და საოფისე ბლოკის მშენებლობა იგეგმება.
5. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სატელეკომუნიკაციო სექტორის შემოსავლები საშუალოდ 7-8%-ით იზრდება
გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, გამონაკლისია გასული წელი, როდესაც სატელეკომუნიკაციო სექტორის შემოსავლები დაახლოებით წინა წლის დონეზე დარჩა, რისი მთავარი მიზეზიც COVID-19 პანდემიის შედეგად შემცირებული ტურიზმი, ბიზნესაქტივობა და ადამიანების მობილობაა.
6. პანდემიურ 2020 წელს „სილქნეტმა“ 87 მლნ ლარი იზარალა
სატელეკომუნიკაციო ბაზრის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მოთამაშემ „სილქნეტმა“ 2020 წლის კონსოლიდირებული აუდიტორული ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ გასულ, პანდემიურ წელს კომპანიის შემოსავალი 382.2 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2019 წელთან შედარებით 2%-ით ნაკლები იყო.
7. ,,აჩინებული“ წელს 700 ტონამდე ხილსა და ყურძენს ჩაიბარებს
ქართული წვენის - „ალალის“ მწარმოებელი კომპანია შპს ,,აჩინებული“ მზადაა, წელს 700 ტონამდე ხილი და ყურძენი ჩაიბაროს. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ბაზრებზე იყიდება მას შემდეგ, რაც მენეჯმენტმა რუსულ ბაზარზე, მისი არასტაბილურობის გამო, უარი თქვა.
8. ივლისში ტურიზმი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 37%-ით აღდგა
ივლისში ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 230 ათასამდე, მათ შორის ტურისტების რიცხვი კი 474%-ით 214 ათასამდე გაიზარდა, თუმცა ტურიზმი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით დაგეგმილი 50%-ის ნაცვლად მხოლოდ 37%-ით აღდგა.
9. ოთარ დანელია ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ დანელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
10. გაუქმდება თუ არა ივენთები ახალი კოვიდრეგულაციების გამო?
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გასართობი ღონისძიებები, მათ შორის ღამის კლუბებში, როგორც ღია ისე დახურულ სივრცეებში, ივენთების მოწყობა იკრძალება და ფუნქციონირებაც, შესაბამისად, ეკრძალებათ.