დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

access_time2021-08-11 21:00:47

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:

 

1. შეძლებს თუ არა დღიურად 33 000 აცრას ჯანდაცვა, წლის ბოლომდე 60%–იანი შედეგის მისაღწევად

ზოგიერთ შემთხვევაში კითხვარის შევსების ხანგრძლივობის ზრდის ან რაიმე სხვა გაუთვალისწინებელ ფაქტორის გათვალისწინების შემთხვევაშიც კი, თვეში 1 მლნ აცრისთვის დღიურად 33 ათასი აცრაც საკმარისია.

 

2. შეაფერხებს თუ არა ტურიზმს ახალი რეგულაციები

გართობა-დასვენების სეგმენტში რეგულაციების დაწესების გამო ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები პრობლემას ნაკლებად ელიან.

 

3. ბიზნესი ვაქცინაციის კამპანიაში აქტიურად ჩაერთო

დამსაქმებლები თანამშრომლების წახალისებას სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში ცდილობენ.  მათი მიზანია ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების ხელშეწყობა, რისთვისაც ვაქცინირებულ ადამიანებს გარკვეულ ბენეფიტებს სთავაზობენ.

 

4. რატომ დამძიმდა ეპიდვითარება საქართველოში


ნათლად ჩანს ისიც, რომ საქართველოს მთავრობა პროცესს ვერ მართავს და ჯანდაცვის სისტემა ყველაზე ცუდი სცენარისთვის მომზადებული არ აღმოჩნდა. რა შეცდომები დაუშვა მმართველმა გუნდმა და როგორ მივედით კრიტიკულ მდგომარეობამდე – ამ საკითხზე „კომერსანტთან“ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე საუბრობს.

 

5. ისრაელში მძიმე პაციენტებს კორონავირუსის ახალი წამლით უმკურნალებენ

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ კომპანიის Bonus BioGroup–ის წარმოებული პრეპარატის MesenCure გამოყენების ნებართვა გასცა.

 

6. თხილის სექტორში გაურკვევლობაა

ცივი გაზაფხულის გამო საქართველოში თხილის მოსავლის აღება მოსალოდნელზე 1–2 კვირით კვიან დაიწყო. ექსპერტები დიდ მოსავალსა და მაღალ ხარისხს ელოდებიან. თუმცა, წვიმამ, რომელსაც ბოლო 5 დღის განმავლობაში არ გადაუღია დასავლეთ საქართველოში და კვირის ბოლომდე გამოდარება არც არის მოსალოდნელი,  შეიძლება მოსავლის აღება კიდევ გადაავადოს.

 

7. „რკოს“ ტანსაცმლის ახალი კოლექცია შემოდგომიდან გაიყიდება

საქართველოში ხელით მოქსოვილი საბავშვო ტანსაცმელი დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, იაპონიაში, ჩინეთში, საფრანგეთსა და კორეაში გადის.

 

8. „ანგუსი ჯგუფის“ პრემიუმ ხაზის სტეიკების საფირმო მაღაზია ფალიაშვილზე გაიხსნება

ხორცის მწარმოებელი „ანგუსი ჯგუფი“ პრემიუმ ხაზის სტეიკების პირველი საფირმო მაღაზიის გახსნას თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, სექტემბერში გეგმავს. კომპანიის დამფუძნებელი ოთარ კობახიძე ამბობს, რომ პროექტის განხორციელება იმ შემთხვევაში შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ ეპიდვითარება დამძიმდება ქვეყანაში.

 

9. ჰაწვალის საბაგირო მთლიანად განახლდება

მომდევნო ზამთრის სეზონზე ჰაწვალზე ასვლას დამსვენებლები ახალი ულტრათანამედროვე საბაგირო გზით შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

10. ხვიჩა კვარაცხელია აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელია

ბელარუსულმა გამოცემამ „ტრიბუნა“ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საინტერესო ახალგაზრდებს სტატია მიუძღვნა. ჟურნალისტმა მონაცემები „ტრანსფერმარკტზე“ დაყრდნობით შეადგინა და აღმოჩნდა, რომ ამ უამრავ ქვეყნებს შორის ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა ხვიჩა კვარაცხელიაა.

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up