დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

access_time2021-08-16 21:00:52

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:

 

1. „სინერჯიმ“ თევზისა და ხიზილალას პროდუქტების მწარმოებელი ყველაზე დიდი კომპანია შეიძინა

კაპიტალის ზრდის კომპანია 2021 წელს 7-მდე ახალი კომპანიის წილის შეძენას გეგმავს. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია თევზისა და ხიზილალას პროდუქტების მწარმოებელი ყველაზე დიდ კომპანია „უმალთან“.

 

2. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა შესაძლოა აგვისტოში დასრულდეს

საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა ზრდა შესაძლოა აგვისტოში დასრულდეს. კოვიდშემთხვევების ზრდა და ახალი შეზღუდვები ზრდის ტემპის შემცირების წინაპირობას ქმნის.

 

3. ხორბლის გაძვირების შემთხვევაში იმპორტიორები დღგ-ის გაუქმებას მოითხოვენ

შესაძლოა, საქართველოში ფქვილის სუბსიდიის აუცილებლობა დადგეს. ამის მიზეზი გლობალურ ბაზრებზე მოსავალთან დაკავშირებით ნეგატიური პროგნოზია, რაც ფასებზე უკვე აისახა. 2-3 კვირის წინ 1 ბუშელი ხორბალი $6.5 ღირდა, ამ ეტაპზე ფასი $7,10–ის ფარგლებში მერყეობს.

 

4. „ზედაზენი“ მეორე წელია ზარალზეა


ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი საქართველოში სს „ქართული ლუდის კომპანია“ ზედაზენი მეორე წელია ზარალზეა. 2019 წლის შემდეგ კომპანიმ პანდემიური 2020 წელი კიდევ უფრო დიდი ₾ 6,8 მლნ-იანი ზარალით დაასრულა.

 

5. 2020–ში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ფულადი გზავნილების 30% შეადგინა

2020 წელს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირებულია და სულ $572 მლნ–ა. ეს მაჩვენებელი 57.2%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით და 7.3%-ით ნაკლები 2020 წლის წინასწარ მონაცემებზე.

 

6. ავღანეთის ტრაგედია:  ტრამპი ბაიდენს „სამარცხვინო გადადგომისკენ“ მოუწოდებს – ქართველები ქაბულს ვერ ტოვებენ

ავღანეთში თალიბანის საბოლოო გამარჯვების პირობებში შექმნილი უკიდურესი დაძაბულობის ფონზე საქართველოს მოქალაქეები ქაბულის აეროპორტამდე მისვლას ვერ ახერხებენ, რის გამოც მათი სამშობლოში დაბრუნება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

 

7. როგორი იქნება გმირთა ხეივანი ბათუმში

ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირზე, გმირთა ხეივანი „მწვანე დერეფნის“ მოწყობის მიზნით შემოღობეს.

 

8. აბუდელაურის ტბებთან ტურისტული თავშესაფარი „სინდაურა“ აშენდება

ხევსურეთში, აბუდელაურის ტბების დასათვალიერებლად წასულ ტურისტებს და ადგილობრივ მოლაშქრეებს, ტურისტული თავშესაფარი და კაფე–ბარი „სინდაურა“ დახვდებათ.

 

9. სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გამო WhatsApp-ს პაველ დუროვი კრახს უწინასწარმეტყველებს

Vkontakte–სა და Telegram-ის შემქმნელი პაველ დუროვი, რომელიც რუსეთის უმდიდრეს ადამიანებს შორის მეცხრე ადგილს იკავებს, აცხადებს, რომ მალე WhatsApp-ის მომხმარებლები Telegram-ში გაიქცევიან.

 

10. ისრაელელმა მეცნიერებმა სიცოცხლის 39%–ით გახანგრძლივება შეძლეს – ჯერ თაგვების

ისრაელელი მკვლევარების ჯგუფმა დაბერების პროცესის შენელება შეძლო, VEGF ცილიდან სიგნალის გადაცემის გაუმჯობესებით, რომელიც სისხლძარღვების გადაღლას იწვევს.

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up