დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

access_time2021-08-17 21:00:01

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:

 

1. რატომ გაიზარდა CoVid-სიკვდილიანობა საქართველოში და რა შეცდომებს უშვებენ ექიმები

„ადამიანები სიმღერით შედიან ინტენსიურში და ცხედრები გამოჰყავთ, აქ ხომ აშკარაა არასწორი მართვა“, - ამის შესახებ შინაგანი მედიცინისა და ზოგადი მედიცინის დახელოვნების ექიმი იაგო ფრანგიშვილი აცხადებს.

 

2. გადასახადის ლიბერალიზაცია ან ვალების ზრდა - რა გზას აირჩევს მთავრობა ინვესტიციების მოსაზიდად

ინვესტიციებთან დაკავშირებით საქართველოს დიდი ჩავარდნა აქვს. დაზუსტებული მონაცემით, ქვეყანაში 2020 წელს ინვესტიციები, წინა წელთან შედარებით, 57%-ზე მეტით შემცირდა მთლიანი მოცულობა საქსტატის წინასწარ მონაცემებზე 7,3%-ით ნაკლები აღმოჩნდა.

 

3. იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები კოვიდ-ბარათების გაცემა დაიწყეს

მომხმარებელს კოვიდ-ბარათის მიღება საქართველოს მასშტაბით, ყველა ფილიალში შეეძლება. კოვიდ-ბარათზე, პირისთვის სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR-კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემები იქნება დატანილი, რომელიც იუსტიციის სახლის შტამპით დამოწმდება.

 

4. ქართულ წარმოებაში ბიო-პროდუქტების წილი 1%-ს არ აღემატება


საქართველოს სოფლის მეურნეობაში ბიოპროდუქტების წილი 1%-ის ფარგლებშია. იმ ფონზე, როცა მთელ მსოფლიოში ბიოწარმოებაზე მზარდი მოთხოვნაა და საქართველოც, ერთი შეხედვით, აქცენტს ორგანულ წარმოებაზე აკეთებს, დარგი რეალურად დიდ ჩამორჩენას განიცდის.

 

5. ხელმისაწვდომია თუ არა 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის უგირავნო სესხი

ბოლო წლებში ეროვნული ბანკის მიერ საგრძნობლად გამკაცრებულმა საბანკო რეგულაციებმა, ზოგადად, სესხებზე ხელმისაწვდომობა საკმაოდ შეზღუდა. ეს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პოლიტიკის გატარებით აიხსნა.

 

6. თბილისის მერია „დირსის“ მიერ დასმულ პრობლემებს სასწრაფოდ უნდა გამოეხმაუროს – აფბა

„შეშფოთებას იწვევს ახლახანს კომპანია AS Georgia – დირსის მიერ გავრცელებული განხადება, რომლითაც ინვესტორმა ხელისუფლებას ხელშეწყობისკენ მოუწოდა“

 

7. აბონენტების „თელასის“ ანგარიშზე დარიცხული დადებითი ბალანსი „თელმიკოს“ ანგარიშზე გადავა

მომხარებლის “თელასის“ სააბონენტო ბარათზე არსებული დადებითი ბალანსი შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიაში“ (თელმიკო) აგვისტოს ბოლომდე ავტომატურად გადავა

 

8. თამბაქოს წარმოება აზრს კარგავს – მეწარმეები პროდუქტს ნახევარ ფასადაც ვერ ყიდიან

ადგილობრივ ბაზარზე ქართული თამბაქოს რეალიზაციის დიდი პრობლემა დგას. პროდუქტი ვერც ექსპორტზე გააქვთ.

 

9. თალიბანი ამნისტიას აცხადებს – ავღანეთში მოდერატორად თურქეთიც ჩაერთო

თალიბანმა „საყოველთაო ამნისტია“ გამოაცხადა, რომელიც ავღანეთის ყველა სახელმწიფო მოხელეს შეეხება... – ... ამასობაში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა ავღანეთში ყველა მხარესთან, მათ შორის თალიბანთან, მოლაპარაკებებს აწარმოებს.

 

10. ჩინეთი კერძო ბიზნესის რეგულირებას ამკაცრებს – ბაზარი რეაგირებს

10–პუნქტიანი გეგმა, რომელიც 2025 წლის ბოლომდეა გათვლილი, ჩინეთის სახელმწიფო საბჭომ და კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა გამოაქვეყნეს. დოკუმენტის თანახმად, მალე ახალი წესები გამოჩნდება, რომელიც მოიცავს მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, ტექნოლოგიებსა და მონოპოლიებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up