დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

access_time2021-08-18 21:00:58

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:

 

1. ბერიას აგარაკის სამომავლო ფუნქციას „იბეროტელი“ არქიტექტურული მდგრადობის შესწავლის შემდეგ განსაზღვრავს

„იბეროტელის“დირექტორი ივანე ბარბაქაძე „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ კომპანია ახლა შესწავლა-კვლევის პროცესშია. მათ აინტერესებთ, თუ რა ხარისხის მდგრადობა გააჩნია არქიტექტურულად გამორჩეულ შენობას.

 

2. უბნის მაღაზიები იკეტება - კორონავირუსზე მეტად სეგმენტი არაჯანსაღმა კონკურენციამ დააზარალა

თუკი  სუპერმარკეტები კლიენტებს პროდუქციის  ფართო არჩევანს და წამახალისებელ აქციებს სთავაზობენ, უბნის მაღაზიების ამის მცირე რესურსიც არ აქვთ, გარდა „ნისიებისა“, რამაც ზოგიერთი მათგანი დღემდე მოიყვანა.

 

3. „კომპავა ჯორჯია“ - პროტეინებისა და საკვები დანამატების პირველი საწარმოს პანდემიური გამოწვევები

პროტეინებისა და სხვა საკვები დანამატების სამხრეთ კავკასიაში პირველი საწარმო, ,,კომპავა ჯორჯია“, 2 მლნ ლარამდე ინვესტიციით, თბილისში ცოტა ხნის წინ გაიხსნა.

 

4. Prana Bite - მცენარეული ყველის პირველი წარმოება საქართველოში


პროდუქტის მწარმოებელი ახალგაზრდა მეწარმე ნინი ღიბრაძეა, იოგას მასწავლებელი, რომელიც თავადაც ვეგანია და  გადაწყვიტა შეექმნა ისეთი ყველი, რომელიც მთლიანად მცენარეული კომპონენტებისგან იქნებოდა დამზადებული.

 

5. წამგებიანი სახელმწიფო საწარმო გაიყიდა

სახელმწიფომ ერთ-ერთი წამგებიანი საწარმოს 100%-იანი წილი გაასხვისა. საქმე ეხება ბათუმში რეგისტრირებულ შპს „საზღვაო ტექსერვისს“, რომლიც 1 700 850 ლარად,  „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ კამპანიის ფარგლებში, შპს „საქართველომ“ შეისყიდა.

 

6. ბაიდენის რეიტინგი დაეცა – რა სარგებელს უმიზნებენ ავღანეთში რუსეთი, ჩინეთი და თურქეთი

ვიდრე აშშ–ში პრეზიდენტ ბაიდენის რეიტინგს ითვლიან, რუსეთი, თურქეთი და ჩინეთი თალიბანთან ბიზნესის დალაგების საკითხებზე აქტიურად მუშაობენ. სამივე ქვეყანას ავღანეთში განსხვავებული ინტერესები აქვს.

 

7. ,,აწარმოე საქართველოში“ – 1,8 მლრდ ლარზე მეტი ინვესტიცია

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, დღეის მდგომარეობით, შეიქმნა ან გაფართოვდა 494 საწარმო, 152 სასტუმრო და 6 ტურისტული სერვისის მიმწოდებელი ობიექტი.

 

8. საპენსიო მომსახურებასთან დაკავშირებით საფუძვლიანი მსჯელობა უნდა დაიწყოს

„უპირველეს ყოვლისა, მისასალმებელია, რომ საპენსიო მომსახურების საკითხზე დაიწყო საფუძვლიანი მსჯელობა და ამჯერად მაინც, მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციების ნაცვლად, ვხედავთ რეალურ სამუშაო პროცესს...“

 

9. ინვესტორები წყალბადის ტექნოლოგიებით ინტერესდებიან (ვიდეო)

მსოფლიოში სუფთა ტექნოლოგიებისადმი (cleantech) ინტერესი განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტირების ზრდის დემონსტრირებას ახდენს (+24,5%). განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ალტერნატიული ენერგიის – წყალბადის გამოყენებას.

 

10. ბინა $360 ათასად: ევროპასა და აშშ–ში მოთხოვნის ბუმმა ბინები რეკორდულად გააძვირა

მოლოდინების საპირისპიროდ, პანდემიის პერიოდში ბინების ფასი მხოლოდ ძვირდებოდა. „ქვეყნების უმრავლესობაში პანდემიის დაწყებისას ბინები კი არ გაიაფდა, არამედ გაძვირდა, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში შთამბეჭდავი ზრდაც დაფიქსირდა...“

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up