დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

access_time2021-08-19 21:00:12

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:

 

1. „არა ცეცხლითა და მახვილით!..“ – მაია ბუწაშვილი ჯანდაცვის მესვეურების აგრესიულ რიტორიკას აკრიტიკებს

ცნობილი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ვაქცინაციისკენ მოწოდებებში აგრესიულ რიტორიკას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მოსახლეობის დარწმუნება ვაქცინაციის აუცილებლობაში არა „ცეცხლითა და მახვილით“, არამედ ახსნა–განმარტებით უნდა მოხდეს.

 

2. გახდება თუ არა გონიო „აღმოსავლეთის ლუქსემბურგი“

პრემიერის განცხადებამ გონიოს ყოფილ საბჭოთა სამხედრო პოლიგონზე ახალი ქალაქის აშენების გეგმის შესახებ ბიზნესი კომენტარს არ აკეთებს, სპეციალისტებს კი ამ ამბავმა ლაზიკას პროექტი შეახსენა.

 

3. ლოქდაუნის პერიოდში გაჩერებული კომპანიების 18% გაკოტრდა

მცირე და საშუალო კომპანიების ნაწილმა, რომელიც ლოქდაუნის პერიოდში გაჩერებული იყო, საქმიანობის გაგრძელება ვერ შეძლო, ასეთი  დაახლოებით 18%-ია. 

 

4. თბილისის სატელევიზიო კოშკზე ტურისტული ინფრასტრუქტურა განთავსდება - ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდა


თბილისის სავიზიტო ბარათი უახლოესს მომავალში ახალ ფუნქციებს შეიძენს. დედაქალაქის მთავრობის მიერ მეორედ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა წარმატებით დასრულდა, შესაბმისად თბილისის სატელევიზიო კოშკზე ვიზიტორთა ცენტრი, პანორამული რესტორანი და გადასახედი მოეწყობა.

 

5. ივლისში ადგილობრივი ექსპორტი 2020–ის შესაბამის პერიოდთან შედარებით 48.5%–ით, 2019–თან კი 52.4%-ით გაიზარდა

საგარეო ვაჭრობის კუთხით პოზიტიური ტენდენციები და ზრდის დინამიკა ბოლო თვის მონაცემებითაც შენარჩუნებულია - ივლისში ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), გასული 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 48.5 პროცენტით გაიზარდა და 285.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

 

6. რეანიმაციაში ორჯერადად აცრილი 10 ინფიცირებული მოხვდა, არცერთი მათგანი არ გარდაცვლილა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, მარტიდან 17 აგვისტომდე პერიოდში ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ ინფიცირებულთა 98%-ზე მეტი არ იყო ვაქცინირებული.

 

7. სსფ–მ თალიბებს ფონდის რესურსებზე წვდომა გადაუკეტა, გაეროს მისია ევაკუირებულია

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) განაცხადა, რომ ავღანეთს უწყვეტს მის რესურსებზე წვდომას, რასაც ქვეყნის მთავრობის აღიარების საკითხის „გაურკვევლობით“ განმარტავს.

 

8. თურქეთში ხილ–ბოსტნეულის ახალი შეფუთვა შექმნეს, რომელიც დიდხანს ინახავს პროდუქტს

ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის შესაფუთი მასალების თურქელმა კომპანიამ Aypek ახალი პლატიკატის პაკეტი შექმნა, რომელიც სინესტეს არეგულირებს, რათა მისი შიგდავსი დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდეს ცოცხლად. შესაძლებელია პაკეტის მომართვა კონკრეტული პროდუქტის შესანახად და ტრანსპორტირებისთვის.

 

9. ბარელი ნავთობის ფასი $66–მდე დავარდა

Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ვარდნაშია და 1 ბარელი $66–ზე ნაკლები ღირს. ასეთ დაბალ ნიშნულზე ამ მარკის ნავთობი ბოლოს 21 მაისს იყო. ანალიტიკოსები ვაფების ვარდნას ინვესტორების მოლოდინებს უკავშირებენ მსოფლიოში კორონავირუსის დელტა–შტამის სწრაფად გავრცელების გამო.

 

10. ბლოკჩეინების პლატფორმა მძარცველ ჰაკერს სამუშაოს სთავაზობს

ბლოკჩეინ-პლატფორმა PolyNetwork-მა ჰაკერს, რომელმაც მისგან 600 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოვალუტა მიიტაცა, უსაფრთხოების მთავარი მრჩეველის სამუშაო პოზიცია შესთვაზა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up