დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:
1. 5 ივლისს მომხდარ ძალადობაზე საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების 25 ელჩი მთავრობას მიმართავს
„ვწუხვართ, რომ ხელისუფლებამ საჯაროდ არ მოუწოდა დაეცვათ ისინი, ვინც მშვიდობიანად აღნიშნვდა პრაიდთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ასევე, არ მიიღო სხვა აუცილებელი ზომები, რომ თავიდან აეცილებინა ან აღეკვეთა სიძულვილის გაღვივებაზე მიმართული გამოსვლები...“.
2. ქართველი მეღვინეები ჰომოფობიისა და ძალადობის წინააღმდეგ და დასავლური ინტეგრაციის სასარგებლოდ გამოდიან
„საქართველოს საზოგადოების საქმიანი და შემოქმედებითი ნაწილი მკვეთრად ვემიჯნებით და ვგმობთ ჰომოფობიას, ძალადობასა და ანტი-დასავლურ განწყობებს, რასაც, სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება აღვივებს“.
3. მომხმარებლისთვის ნებისმიერი ტექნოლოგიით მიწოდებული თამბაქო მავნებელია - ლევან კობერიძე
“ეს განცხადება, რომელსაც ჩვენ დღეს ვკითხულობთ, ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველია და მანიშნებელია იმის, რომ კანონს აღსრულების ნაწილში და პრობლემა ექმნება, სავარაუდოდ, იმ წყალქვეშა დინებებით, რომელსაც თამბაქოს ინდუსტრია ახლორიცელებს საქართველოს პარლამენტში ან ხელისფულების მეორე შტოში – მთავრობაში”.
4. ყველაზე მძლავრი თბოელექტროსადგურის მშენებლობა 2023 წელს დასრულდება
საქართველოში წლის ბოლომდე კიდევ ერთი თბოსადგურის გარდაბანი 3-ის მშენებლობა დაიწყება. მისი სიმძლავრე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებული ელექტროსადგურებიდან ყველაზე მეტი — 272 მგვტ იქნება.
5. ტყის ხანძრების სეზონი - რამდენად მზად არის ქვეყანა ხანძრების პრევენციისთვის
„სახანძრო-სამაშველო ძალების დანაყოფების მიერ ყოველდღიურად, დღეში ორჯერ, ხორციელდება იმ ტერიტორიების მონიტორინგი, რომლებიც წარმოადგენენ ხანძარსაშიშ ზონებს“.
6. თბილისში სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებელი განახევრდა
მთავრობის 13 ივლისის გადაწყვეტილებით, თბილისში სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი გარკვეული შეღავათით შეძლებს სარგებლობას და 5 მლნ ლარის ნაცვლად, პირველ წელს, 2,5 მლნ ლარს გადაიხდის.
7. „შერატონ მეტეხი პალასში“ სამორინე გაიხსნება
არიქტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კომპანიამ მიმდინარე წლის 16 ივნიის მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება მოითხოვა. სამსახურმა მოთხოვნა დააკმაყოფილა - მშენებლობის ვადა 2021 წლის 9 ივლისიდან 2023 წლის 9 ივლისის ჩათვლით განისაზღვა.
8. რა ღირს სურამსა და საირმეში დასვენება და როგორია მომხმარებელთა აქტივობა
სამთო დასასვენებელ კურორტებზე საზაფხულო სეზონი უკვე გახსნილია, თუმცა კერძო სასტუმროების ნაწილი დამსვენებელთა რაოდენობას უჩივის.
9. კორონავირუსმა აფხაზეთში ტურისტული სეზონი ჩაშალა
საქართველოს ამ ოკუპირებული რეგიონის ტურისტული ინდუსტრია ნაკადის ზრდას თურქეთის „დახურვის“ და კრასნოდარის მხარეში რეგულაციების გამკაცრების გამო ვარაუდობდა, თუმცა, მოლოდინები არ გამართლდა - კორონავირუსით ინფიცირების კუთხით აფხაზეთი პოსტ-საბჭოთა სივრცეში ლიდერი გახდა.
10. რუსეთმა აზერბაიჯანული პომიდვრის იმპორტს პრობლემა შეუქმნა
„რუსეთის მიერ შემოღებული შეზღუდვების გამო, ექსპორტი 35 000 ტონით შემცირდა, ეს კი ნიშნავს, რომ მთელი ჭარბი პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე ნაწილდება, რომელზეც ამხელა მოთხოვნა ვერაფრით ვერ იქნება“