დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:
1. ინფექციურისა და რესპუბლიკურის წლობით გადაუჭრელი პრობლემები
ჯანდაცვის სისტემის მძიმე მდომარეობა პანდემიამ კიდევ უფრო მეტად გამოააშკარავა.
2. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების საგანგაშო მაჩვენებელი დაფიქსირდა
ბოლო დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 79 პაციენტი გარდაიცვალა.
3. საკრედიტო პორტფელის 2/3-ზე მეტი კვლავ ორ დომინანტ ბანკზე ნაწილდება
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 1 წელიწადში 15%-ით 38.8 მლრდ ლარამდე გაიზარდა, საიდანაც 25 მლრდ–ზე მეტი ორ დომინანტ ბანკზე მოდის.
4. რატომ არის ყველაზე მაღალი კოვიდ-გარდაცვალება საქართველოში
გვიანი დიაგნოსტიკა და ჰოსპიტალიზაცია, პირველადი ჯანდაცვის ჩავარდნა და ვაქცინაციის დაბალი ტემპი — ეს 3 ძირითადი მიზეზია, რასაც საქართველოში კოვიდ-პაციენტების მაღალი სიკვდილიანობის მიზეზად მიიჩნევს ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტი.
5. აქვს თუ არა საქართველოს საკმარისი ჟანგბადის ქარხნები
ჟანგბადის მარაგთან დაკავშირებით ქვეყანაში სრული ინფორმაციული ქაოსია. საჯარო და არასამთავრობო სექტორს ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი პასუხი აქვს.
6. როდის დაიწყება ქართული ფსტას ექსპორტი
სულ მცირე, 4-5 წელია საჭირო, რომ ქვეყანამ ფსტას ექსპორტი წამოიწყოს. სხვა კულტურებისგან იგი გამორჩეულია ფასით, რაც საინვესტიციო პერიოდის ხანგძლივობით არის განპირობებული.
7. პარტიების შემოწირულობებში ბიზნესის აქტივობა დაბალია
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე თითქმის ერთი თვე რჩება, პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიები დასკვნით ფაზაში შედის, ასევე გააქტიურებულია ფინანსური შემოწირულობებიც. კომერსანტმა პარტიების ბოლო 3 თვის შემოწირულობები შეაჯამა.
8. სტეფანწმინდის სასტუმროებში ქართველი დამსვენებლები დომინირებენ
მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული რეგულაციების გამო საქართველოს საზღვრებს გარეთ მოგზაურობა შეეზღუდათ, შიდა ტურიზმი გააქტიურდა ქვეყნის მთიანეთს მიაშურეს, ერთ-ერთი ასეთი ადგილი სტეფანწმინდაა.
9. როგოზინი მასკს, ბეზოსს და ბრენსონს „სოიუზის“ გაშვებაზე ბაიკონურში იწვევს
„როსკოსმოსი“ ბაიკონურის კოსმოდრომიდან კოსმოსური ხომალდის „Союз МС-19“ გაშვებაზე Space X-ის შემქმნელის ილონ მასკის, Blue Origin–ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსისა და Virgin Galactic რიჩარდ ბრენსონის მიწვევას აპირებს.
10. Der Spiegel: ვაქცინების მილიონობით დოზა ნაგავში იყრება
მაშინ, როდესაც ბევრ ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინების მწვავე დეფიციტია, სხვა ქვეყნებში მილიონობით დოზას ვარგისიანობის ვადის გასვლის გამო ნაგავში ყრიან.