დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:
1. თიბისის და საქართველოს ბანკის აქტივები დანარჩენი 13 ბანკის ჯამურ აქტივებს 77%-ით აღემატება
კომერციული ბანკების აქტივებს მოცულობა ბოლო 1 თვეში 1.9%-ით და ბოლო 1 წელში 11.6%-ით 57 მლრდ ლარამდე გაიზარდა.
2. საქართველოში კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს 1400%-ით აჭარბებს
79 გარდაცვლილი 3.7 მლნიან ქვეყანაში იგივეა რაც 169 000 გარდაცვლილი მსოფლიოში. 25 აგვისტოს მსოფლიოში ვირუსს 11 300 ადამიანი ემსხვერპლა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო კოვიდსიკვდილიანობით მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს 1400%-ით აჭარბებს.
3. ვინ იღებს პასუხისმგებლობას ჰოსპიტალური სექტორის შეცდომებზე
არასამთავრობოები აცხადებენ, რომ პანდემიის მართვისას ჯანდაცვის სექტორს, მედიკოსებიდან დაწყებული, მაღალი თანამდებობის პირების ჩათვლით, არაერთი შეცდომა აქვთ დაშვებული, რის გამოც ქვეყანაში პაციენტების მაღალი სიკვდილიანობაა.
4. რამდენს ხარჯავენ ქართველი და უცხოელი ტურისტები
საქართველოში შიდა ტურისტები უცხოელებზე 7,2-ჯერ ნაკლებ ფულს ხარჯავენ. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე განმარტავს, შიდა მოსახლეობას არ აქვს ის რესურსი, რომ ეკონომიკური კუთხით უცხოური ტურიზმის პოტენციალი ჩაანაცვლოს.
5. 2020 წელს სასტუმროების დატვირთვა 2/3-ით შემცირდა
საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის სახლების რაოდენობა 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 37%-ით 1054-მდე, სტუმრების რაოდენობა კი ბევრად უფრო მკვეთრად – 66.5%-ით 1.345 მლნ-მდე შემცირდა.
6. სარაჯიშვილმა პანდემიური 2020 ₾8.7 მლნ-იანი წმინდა მოგებით დახურა
მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „სარაჯიშვილმა“ პანდემიური წელი 8.7 მლნ-იანი მოგებით დაასრულა, კოვიდ პანდემიამ ის მაინც მნიშვნელოვნად დააზარალა. წმინდა მოგება, 2019 წელთან შედარებით 31.5%-ით არის შემცირებული.
7. კვლევა: დამსაქმებელთა 65% სოცქსელებში თანამშრომლების პროფილებს ამოწმებს
დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის შემდეგ კომპანიები სულ უფრო ხშირად ადევნებენ თვალს, რას აქვეყნებენ მათი თანამშრომლები სოცქსელებში. 18% ამას მუდმივად აკეთებს, ხოლო 47% – დროგამოშვებით.
8. Apple-ს ტექნიკა შესაძლოა გაძვირდეს
ჩიპების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელი Taiwan Semiconductor Manufacturing (TSMC) ფასების აწევას გეგმავს, რამაც შესაძლოა ელექტროტექნიკისა და ავტომობილების გაძვირება გამოიწვიოს.
9. ევროპა–რუსეთს შორის პოლიტიკური კონფლიქტი ეკონომიკურ თანამშრომლობას ხელს არ უშლის
კამათი ყირიმის ირგვლივ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტებს ევროპაში ჩრდილს აყენებს, თუმცა, ურთიერთმომგებიან ეკონომიკურ თანამშრომლობას ხელს არ უშლის.
10. The Times: დოლარის უპირობო დომინირება წარსულს ჩაბარდა
როდესაც ისლამისტები ავღანეთს იპყრობდნენ, ვაშინგტონმა ამერიკულ ბანკებში განთავსებული ამ ქვეყნის ფინანსური რეზერვები ($9,5 მლრდ) გაყინა, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ქაბულს $460 მლნ–ის დახმარება შეუჩერა.