დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:
1. მოქმედ ბიზნეს სუბიექტთა რაოდენობა 6 თვეში 10 000-ით შემცირდა
საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ იურიდიულ პირთა რაოდენობამ, 2021 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით, 304 ათასს შეადგენდა, საიდანაც მოქმედი მხოლოდ 71 ათასი იყო - 23.5%, ინდმეწარმეების ჩათვლით კი, 785 ათასი პირიდან 22.6% - 178 ათასი მოქმედებდა.
2. ეროვნული ბანკი ორნიშნა ინფლაციის მთავარ მიზეზად საწვავის გაძვირებას ასახელებს
თვის მიმოხილვაში ეროვნული ბანკი ორნიშნა ინფლაციის მიზებს განმარტავს და მთავარ ფაქტორად საწვავის ფასის ზრდას ასახელებს, რომელიც ბოლო 1 წელიწადში 57%-ით გაძვირდა.
3. პირველად 2007 წლის შემდეგ, საქართველოში გარდაცვლილების რაოდენობამ ახალშობილების რაოდენობას გადააჭარბა
პირველად 2007 წლის შემდეგ, საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულებისას გადააჭარბა.
4. აწარმოე საქართველოში 4 ახალი კომპონენტი ამოქმედდა - პირობები და შესაძლებლობები
პროექტებს შორისაა სუბსიდირებული იპოთეკური სესხი, ბიზნეს უნივერსალი, ბიზნეს ექსპორტი, აგრო და ეკო-ტურიზმის განვითარება.
5. ევროპაში გაზის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა - რა ელის საქართველოს
CE Futures-ის ბირჟაზე გაზის ოქტომბრის ფიუჩერსების ფასი TTF-ის ინდექსზე კვ.სთ-ზე 49,26 ევროს ნიშნულს გასცდა – სხვა დაანგარიშებით, 1000 კბ/მ გაზი $600 ღირს.
6. პანდემიამ „ბათუმი რივიერას“ გახსნა გადაავადა
„პროექტის დასრულება 2022 წელს გვქონდა დაანონსებული, თუმცა ამ პერიოდში შესაძლოა მშენებლობა განახლდეს, ახლა ეს რეალობა გვაქვს. „ბათუმი რივიერა“ დაწყებიდან 3 წელიწადში დასრულდება“.
7. „დასწრებაზე“ ნათქვამი უარი – მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები
„ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე“.
8. ,,კირკე“ - თავის მოვლის ორგანული საშუალებები ქართველი ქალი მეწარმისგან
სექტემბრის ბოლოს ქართული პრენდი ,,კირკე“ საქმიანობას საკუთარ სახელოსნოში გააგრძელებს. ჰიგიენისა და თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელმა მცირე საწარმომ ამისთვის სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“ 20 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა.
9. ყველაზე მეტი ტურისტი საქართველოს უკრაინიდან ეწვია
საქართველოში ტურისტების ყველაზე მეტი რაოდენობა, 50,8% უკრაინიდან სტუმრობს. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ივლისის მიმოხილვაშია ნათქვამი, რომლის თანახმად, 2021 წლის ივლისში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 403.7%-ით გაიზარდა.
10. Die Welt: ლუკაშენკოს მიერ ორგანიზებულმა არალეგალურმა მიგრაციამ გერმანიას მიაღწია
პირველი ეს ლიეტუვამ იგრძნო, სადაც ბოლო 3 თვის მანძილზე საზღვრის უკანონო გადაკვეთის 4000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, და ეს მხოლოდ ოფიციალურად. ძირითადად ისინი ერაყელები, ავღანელები და აფრიკელები იყვნენ.