დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:
1. ბიზნესის მხარდასაჭერად 2,5 მლრდ ლარი – ბიზნესმენები იაფ ფულს და საგადასახადო ლიბერალიზაციას ანიჭებენ უპირატესობას
ზოგიერთი ბიზნესმენი უპირატესობას გადასახადების, მათ შორის ქონებისა და მოგების გადასახადების ლიბერალიზაციას ანიჭებენ უპირატესობას, რაზეც მთავრობა არ მიდის.
2. მდიდრებისა და ღარიბების შემოსავლებს შორის სხვაობა 20-ჯერადი გახდა
თუკი პანდემიამდე მდიდარ და ღარიბ ჯგუფებს შორის შემოსავლების სხვაობა დაახლოებით 17-ჯერადი იყო, სტატისტიკოს სოსო არჩვაძის შეფასებით, უფსკრული გაღრმავდა და სხვაობამ უკვე 20-ჯერად მაჩვენებელს მიაღწია.
3. კურორტის ინვესტორი შოვში სახელმწიფო მიწების გასხვისების წინააღმდეგია
შოვის კურორტის ინვესტორი და მმართველი კომპანია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც შოვში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების გასხვისების შეწყვეტას ითხოვენ.
4. ევროკავშირისთვის სესხზე უარის თქმა დეგნანისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა
ჩვენთვის სიურპრიზი იყო. ცოტა არ იყოს გაკვირვებულები ვართ საქართველოს მთავრობის განცხადებით, რომ არ ჭირდებათ 75 მილიონი ევროს ოდენობის სესხი ევროკავშირისგან პანდემიის მძიმე გავლენის და უმუშევრობის მაღალი დონის მიუხედავად“.
5. ბაიდენმა და ზელენსკიმ აშშ–უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა დაადასტურეს
პრეზიდენტის თქმით, ის ფაქტი, რომ დაგეგმილი 45 წუთის ნაცვლად შეხვედრა 2 საათზე მეტი გაგრძელდა, ადასტურებს, რომ მხარეებს დიალოგი აინტერესებთ.
6. ფულის მასა 1 წელიწადში 2.259 მლრდ-ით გაიზარდა
საქართველოში ფული მასა გაიზარდა და ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. M2 – იგივე ფართო ფული, რომელიც ეროვნულ ვალუტაში ნაღდ ფულს, პლუს მიმდინარე ანგარიშებსა და დეპოზიტებს აერთიანებს, ივლისში წლის დასაწყისთან შედარებით 8%-ით და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით – 14.815 მლრდ ლარამდე გაიზარდა.
7. Caucasus organic fruits – კომპანიის წარმატება პანდემიური კრიზისის ფონზე
ბოსტნეულისა და ჩირის მწარმოებელი კომპანია Caucasus organic fruits პროდუქციის ექსპორტს დუბაისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ბაზრებზე გეგმავს.
8. ჯეიმს აპატურაის ადგილს ესპანელი დიპლომატი დაიკავებს
ესპანელი დიპლომატი ხავიერ კოლომინა ნატო–ს გენერალური მდივნის ახალი სპეციალური წარმომადგენელი გახდება ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.
9. 5 ოქტომბრიდან Windows 11 უკვე ყველა მომხმარებლისათვის გახდება ხელმისაწვდომი
დღეს კომპანია Microsoft-მა განაცხადა, რომ Windows 11-ს ოფიციალურად მომხმარებლები 5 ოქტომბრიდან მიიღებენ განახლების სახით.
10. Amazon ცოცხალი კონცერტების ონლაინ–ტრანსლირების სერვისს ქმნის
ჯეფ ბეზოსის კომპანია Amazon აუდიო–კონტენტის გადაცემის სერვისის შექმნაზე მუშაობს, მათ შორის პოდკასტების, ცოცხალი კონცერტების და რადიო–ეთერების.