დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:
1. ერთი თაობის დროს თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის მანძილი უპრეცედენტოდ შემცირდა – შარლ მიშელი
დამოუკიდებლობისა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთი თაობის დროს მანძილი თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის უპრეცედენტოდ შემცირდა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
2. Politico: სტოლტენბერგი NATO-ს გენმდივნის პოსტზე შესაძლოა გრიბაუსკაიტემ შეცვალოს
NATO-ს გენერალური მდივნის პოსტი, შესაძლოა, ლიეტუვის ყოფილმა პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ დაიკავოს. ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა „პოლიტკო“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
3. შარლ მიშელი მართლმსაჯულების რეფორმას საქართველოსთვის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების წინაპირობად ასახელებს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მართლმსაჯულების რეფორმა მთავარი ნაწილია 19 აპრილის შეთანხმების და ეს საქართველოსთვის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების წინაპირობაა.
4. ჩინეთში ექსპორტი $290 მლნ-მდე გაიზარდა
საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 2021 წლის იანვარ-ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20.7%-ით $6.210 მლრდ-მდე გაიზარდა, საიდანაც ექსპორტი $1.885 მლრდ-ა +25.2%, ხოლო იმპორტი $4.325 მლრდ +18.9%.
5. საფინანსო ბაზრის მთავარ აქტორებს შორის გაცემული ხელფასების მოცულობით საქართველოს ბანკი ლიდერობს
2021 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით საქართველოში კერძოს სექტორში დაქირავებულთა რაოდენობა 586 ათასს შეადგენდა, საიდანაც 44%-ს – 258 ათას ადამიანს მსხვილი ბიზესი ასაქმებდა.
6. თიბისი ბანკმა EBRD-ის მიერ გამოშვებული 157 მლნ ლარის ობლიგაციები შეისყიდა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - European Bank for Reconstruction and Development (EBRD) თიბისი კაპიტალის დახმარებით, 157 000 000 ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ობლიგაციების ვადა 18 თვეა. ემისია სრულად თიბისიმ შეიძინა.
7. ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა ინფლაციის პროგნოზს გადახედოს
ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა ინფლაციის პროგნოზს გადახედოს. განახლებულ პროგნოზს მარეგულირებელი 4 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე გამოაქვეყნებს და რეფინანსირების განაკვეთის გადახედვაზეც იმსჯელებს.
8. შიდა ფრენების სიხშირე იზრდება
ივლისსა და აგვისტოში ნატახტარი-მესტია-ნატახტარი, ასევე თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზებზე სიხშირეების რაოდენობა იზრდება.
9. The Times: ბაიდენი და მერკელი გაზის უკრაინულ ტრანზიტს იცავენ
აშშ-ის პრეზიდენტო ჯო ბაიდენი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს მისგან მტკიცე განაცხადების გაკეთებას მოითხოვდა იმის თაობაზე, რომ ახალი გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რადიკალური ქმედებებისკენ არ უბიძგებს.
10. ლუკაშენკო ბელარუსის ეროვნულ ელიტას ანადგურებს
საპოლიციო რეიდები, დაკავებები, აკრძალვები - მხოლოდ 1 დღეში ლუკაშენკოს რეჟიმმა დამსჯელი ზომები 16 ორგანიზაციის წინაამღდეგ მიიღო.